workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიო: ვუთანაგრძნობ მარადონას ოჯახს და ყველას, ვისაც ეს გენიოსი უყვარდა

რონალდინიო: ვუთანაგრძნობ მარადონას ოჯახს და ყველას, ვისაც ეს გენიოსი უყვარდა

“ბარსელონას” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექს-მოთამაშე, რონალდინიო, ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა. 

“ჩემი თანაგრძნობა მარადონას ოჯახს და ყველას, ვისაც ეს გენიოსი უყვარდა. ჩემი მეგობარი, ჩემი კუმირი, ჩემი “ათიანი” – მადლობა თითოეული მომენტისთვის, იქნებოდა ეს თამაში თუ ჩვეულებრივი ვახშამი. ჩვენი დიალოგი მუდამ განსაკუთრებული იყო და მე დავაფასებ სიხარულის ყველა მომენტს მოედანზე, რაც მე მქონდა, რადგან აღფრთოვანებული ვიყავი შენით და პატივს ვცემდი შენს სიდიადეს. 

შენ შთაგონება იყავი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე. შენთან შეხვედრის მომენტი – ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მოედანზე ჩემს კუმირთან ერთად ვიყავი. მშვიდად განისვენე, ჩემო კუმირო, მე შენ მიყვარხარ… ჯადოქრების ჯადოქარო!”,

– წერს რონალდინიო Twitter-ზე. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • El pistolero 9
    schedule 26 ნოე 2020, 17:14

    მაგარი სიტყვებია რონისგან