ესპანური ”ბარსელონას” თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა გაზეთ ”marca”-სთან ინტერვიუში ისაუბრა თანაგუნდელების შესახებ.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის სიტყვებით ”ბარსელონას” ფეხბურთელები დაჯილდოვებული არიან შესანიშნავი ადამიანური თვისებებით.
”ბარსელონას” ფეხბურთელები ძალიან უბრალო და მოკრძალებულები არიან. ამას ისიც ასაბუთებს, რომ გუნდში მუდმივად შესანიშნავი გარემოა. შესანიშნავი ატმოსფერო კი ”ბარსას” წარმატებაში დიდ როლს ასრულებს. ჩვენს გუნდში დიდებული ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ყველაფერს მიაღწიეს. მიუხედავად ამისა ისინი მოკრძალებულები რჩებიან, რაც მხოლოდ ”ბარსას” სასარგებლოდ მოქმედებს” – განაცხადა პედრომ.



