კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდარული მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კლუბის ტელევიზიის ახალ პროგრამაში საუბრობს.
პირველ მატჩზე “აპოელის” წინააღმდეგ
“პირველი მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია, ცოტას ნერვიულობ და გინდა, რომ ყველაფერი კარგად წავიდეს. ჩემი დებიუტით და ბედნიერი ვიყავი”.
23 წლის იყავი, როდესაც პირველად “კამპ ნოუზე” გამოხვედი. გახსოვს?
“მაშინ ბავშვს ვგავდი, ახლა უფრო დიდის შეხედულება მაქვს”.
რას იტყოდი კლუბში გატარებულ პირველ სეზონზე?
“პირველი ორი წელი მარტივი არ იყო. იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, თავს კომფორტულად მაინც არ ვგრძნობდი, რადგან მეტი სათამაშო დრო მჭირდება. თუმცა, შემდეგ სიტუაცია სავსებით შეივალა, რითაც ბედნიერი ვარ”.
როგორ შეინარჩუნე მოტივაცია?
“ყველას სურს, რომ წარმატებული იყოს. თუმცა, ჩემთვის მთავარი მოტივაცია ამ გუნდში ყოფნა და მათთვის დახმარების გაწევაა, რადგან, ამას სხვა დონეზე ავყავართ. ყოველ წელს ჩემი მთავარი მიზანია, რომ “ბარსა” უკეთესად გამოიყურებოდეს. მჯერა, რომ ამ სეზონს კარგად დავასრულებთ, თუ ერთიანი გუნდივით ვითამაშებთ”.
პირველ და მეორე სეზონებში ბევრი ტიტული მოიგე. რა გრძნობა იყო?
“წარსულზე საუბარი არასდროს მიყვარს. ერთ დღეს, როდესაც კარიერას დავასრულებ, ვიტყვი: “ვაუ, იმ წელს ჩემპიონი ვყოფილვარ. ახლა მხოლოდ აწმყოზე ფოკუსირება და გაუმჯობესება მჭირდება. როდესაც ყველაფერი დასრულდება, წარსულით შემდეგ ვიამაყებ”.
კლაუდიო ბრავოს წასვლის შემდეგ პირველი მეკარე გახდი.
“ყველას სურს, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოს, ყველა ამისთვის იბრძვის. ყოველ წელს ამას ვცდილობ. ბოლო წლებში კარგი გუნდი გვყავს, ყველაფერს ვაანალიზებთ და ცვლილებებს ვახორციელებთ.
ცოტა შენს თანაგუნდელებზეც ვისაუბროთ. რას ნიშნავს გუნდში მესის ყოლა?
“ყოველთვის უპირატესობა გვაქვს, რაგდან მას არაფრისგან საგოლე მომენტის შემქნა შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ ის “ბარსაში” დარჩება და ბედნიერი იქნება. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მისთვის იმის მიცემას, რაც ლეოს მწერვალზე ყოფნისათვის სჭირდება. არგენტინელის აქ ყოფნით ყველა ბედნიერია.
ჟერარ პიკეს შესახებ რას იტყოდი?
“ის მხიარული ბიჭია, კარგი ურთიერთობა გვაქვს, რადგან ერთმანეთს კარგად ვუგებთ. აქ მოსვლის შემდეგ ყოველთვის ვსაუბრობთ და ვცდილობთ, რომ მოედანზე ერთამენეთისთვის ყველაფერს გავაკეთოთ”.
ლუის სუარესის შესახებ
“ბარსაში” ერთად მოვედით და ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი გავიზიარეთ. ის კლუბის ლეგენდაა, ძალიან ემოციური ადამიანი”.
ივან რაკიტიჩის შესახებ
“ივანი განსაკუთრებული პერსონაა. საკმაოდ ძლიერი მეგობრობა გვქონდა, ის დიდებულ დამშვიდობებას იმსახურებდა. რაკიტიჩი გერმანულად მესაუბრებოდა, ერთად კარგად ვერთობოდით”.
ანდრეს ინიესტას შესახებ
“მიუხედავად იმისა, რომ ის იაპონიაში იმყოფება, ხშირად ვწერ. “ბარსაში” თავიდან მის გვერდით ვიჯექი… ესპანელი მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი, ამის შესახებ ყველამ იცის.
კარლეს პუიოლის შესახებ
“ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა ძალიან დიდ ენერგიას მოიტანდა. კარლესი იმისათვის, რაც “ბარსას” გაუკეთა, ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს”.
პირადი მიზნების შესახებ
“მინდა, რომ როგორც ფეხბურთელი, კიდევ უფრო გავიზარდო. აქ დარჩენა მსურს, მე და “ბარსას” ერთი მიზანი გვაქვს – ახალი კონტაქტის მიღწევა. “ბლაუგრანას” ისტორიის ნაწილი უნდა გავხდე”.
“ფეხით თამაში მომწონს, თუმცა ჩემი საქმე სეივების კეთებაა. გოლის გატანაში მონაწილეობის მიღება საკმაოდ მხიარულია. ვიმედოვნებ, რომ ჩემი პასით გოლებს კიდევ გაიტანენ”.
გულშემატკივრების შესახებ
“ხალხი თავიდანვე კარგად მექცევა. ვცდილობ, მიღებული დადებითი ემოციები ჩემი თამაშით გულშემატკივრებს უკან დავუბრუნო.
ვიღაცამ გვითხრა, რომ კვირიდან 5 დღის განმავლობაში ვეგანი ხარ, მართალია?
ვერ ვიტყოდი, რომ მთლად ვეგანი ვარ, უფრო ფლექსიტარიანელი (ნახევრად ვეგეარიანელი). ძირითადად, ვეგეტარიანულ საკვებს 6 დღის განმავლობაში მივირთმევ, შემდეგ კი ცოტაოდენ კვერცხს, თევზსსა და ხორცს.
ვფიქრობ, რომ ვეგანი ცხოველების გამო არ ვარ… ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერავისთვის მივალ და ვეტყვი: “ჰეი, საკვების ეს სტილი სცადე”. ამ გადაწყვეტილებამდე ყველა თავისით უნდა მივიდეს.
ყველაფერს ვჭამ, თუმცა უმეტეს დროს, მაინც ჯანმრთელ საკვებს ვიღებ.
kai kaci xar da albad male gaxdebi girseuli kapitani
ანდრეს ინიესტას შესახებ
"მიუხედავად იმისა, რომ ის იაპონიაში იმყოფება, ხშირად ვწერ. "ბარსაში" თავიდან მის გვერდით ვიჯექი… ესპანელი მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი, ამის შესახებ ყველამ იცის.
დონ ანდრესი საუკეთესოა ყველაფერში.რო მახსენდება რა თაობა წავიდა კლუბიდან ცოტა არ იყის გული მიჩუყდება🙃
მესის წასვლის შემდეგ ვინც შენ სამკლაური არ გადმოგცეს ფეხები მოტყდეს.კაცი სული და გულია კლუბის არასდროს ნებდება მიეცით სამკლაური რა ეს დედა ნატირები ცალ .ვერა მესი გინდ ყოფილა გინდ არა:))
მისი მეუღლე იღბლიანია ასეთი პიროვნება რომ შეხვდა ცხოვრების მეგზურად.
დიდებული პიროვნება