ხავიერ მასკერრანო, რომელმაც ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ჟუნალისტებთან იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც “ბარსელონას” რიგებს შეუერთდა.
“2009 წელს “ბლაუგრანა” ჩემს აგენტს ესაუბრებოდა. კლუბთან რამდენიმე შეხვედრაც შედგა, თუმცა “ლივერპულს” ჩემი გაყიდვა არ სურდა.
იმის გამო, რომ მაშინ ალონსოც წავიდა, რაფა ბენიტესს არ სურდა, რომ ორივე ერთ ზაფხულს დავეკარგეთ. ამის შემდეგ აღარ მიფიქრია, რომ შანსი კვლავ მომეცემოდა. ასეთი დიდი კლუბი არმეგონა, მეორედაც თუ მომაკითხავდა.
2010 წელს რაფა პოსტიდან მოხსნეს და მან “ინტერი” გადაიბარა. დამირეკა და მითხრა, რომ სურდა, იტალიურ კლუბში გადავსულიყავი. ინგლისში იქამდე 4 წელი გავატარე და ვფიქრობდი, რომ ცვლილებები მჭირდებოდა, მჭირდებოდა ხალხი, ვისთან ერთადაც ტიტულებს მოვიგებდი.
მსოფლიო ჩემპიონატისას “ინტერთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი… სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 15 დღე რჩებოდა, ჩვენ კი შეთანხმებამდე ბევრი გვაკლდა.
მასკერანომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 8 სეზონი გაატარა, რა პერიოდშიც მონაწილეობა 334 მატჩში მიიღო, 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა