ესპანური გამოცემა ”Mundo Deportivo” ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ დონეცკის ”შახტრარის” ფეხბურთელი შეიძლება ”ბარსაში” აღმოჩნდეს.
”ბარსელონასა” და ”შახტარის” შეხვედრებში პეპ გვარდიოლა მოიხიბლა ვილიანის თამაშით. ამავე წყარო ახლა უფრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
ვილიანის მომავალი დამოკიდებულია მირჩა ლუჩესკუზე, რადგან კლუბის პრეზიდენტმა მას ტრანსფერებში ბოლო სიტყვის უფლება მისცა. ესპანური გამოცემის აზრით კარგი შეთავაზების შემთხვევაში ლუჩესკუ ვილიანს აღარ დააკავებს და გაყიდის. მიუხედავად ყველაფრისა ”შახტარს” ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ თავად ლუჩესკუმ განაცხადა, რომელიც მეუღლესთან ერთად ვენეციაში ისვენებს.



