33 წლის კამერუნელი ნახევარმცველის, ალექს სონგის კარიერაში საინტერესო სიახლეა: ახლახანს, მან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა “არტასთან” (ოფიციალურად, სპონსორის სახელის ჩათვლით “არტა Solar 7”), რომელიც ჯიბუტის ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებს.
ბოლო პერიოდში “არტას” ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება აფრიკის საკლუბო დონის რიგით მეორე ტურნირის ზონაში მოხვედრა იყო, სადაც პირველივე ეტაპზე სუდანის წარმომადგენელ კლუბთან გამოვარდა.
კლუბის განცხადებით, ალექს სონგის ტრანსფერი ჯიბუტური ფეხბურთის განვითარებაში დიდ როლს ითამაშებს.
სონგი “ბარსელონაში” 2012-16 წლებში ირიცხებოდა, თუმცა გუნდის ღირსებას მხოლოდ 2 სეზონის განმავლობაში იცავდა. მან მონაწილეობა 65 შეხვედრაში მიიღო და ერთი გოლის გატანაც შეძლო.
ალექსი “ბარსას” შემდეგ “ვესტ ჰემში”, ყაზანის “რუბინსა” და შვეიცარიულ “სიონში” თამაშობდა.
ერთი სიტყვით მინდა ვთქვა საქართველოს ნაკრებმა რა შემადგენლობით უნდა ითამაშოს:
მაკარიძე (ფეხით მაგრად თამაშობს)
კაკაბაძე-კვირკველია-გრიგალავა-დვალი
კანკავა-კვეკვესკირი
არაბიძე-ოქრიაშვილი-კვარაცხელია
ჩაკვეტაძე
ლორია
ნიკა მალი-ხოჭოლავა-ტაბიძე-ნავალოვსკი
გვილია/დაუშვილი-აბურჯანია
ყაზაიშვილი-კიტეიშვილი-ანანიძე
ქვილითაია
+ ლობჟანიძე, ლობჯანიძე, შენგელია, კაჭარავა, კობახიძე, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი, ჯიღაური, პაპუნაშვილი…. ცოტა უნდა გაახალგაზრდავდეს შემადგენლობა…… მეტი არაფერი… როგორც ბარსაში ხდება თაობათა ცვლა.. ისე….. ოღონდ ვაისი და კაშია უნდა გააგდონ (რა შეცდომები უშვა გუშინ) და ვინმე ნორმალური მწვრთნელი მოიყვანონ. შოთი არველაძე სხვას უნდა წვრთნიდეს? გიორგი ჭიაბრიშვილი მომწონს ძაან გეგუჩაძეც არაა ცუდი ვარიანტი, მარა ვფიქრობ ქართველი მწვრთნელი უნდა იყოს რომ უკეთესად გაუგოს გუნდს და ნაკრებს.
https://barcamania.ge/page/5244/ ბარსამანიას პირველი პოსტი :)))
სხვათა შორის მაგარი ხედვა და პასი ქონდა. არსენალში ძაან კარგად გამოიყურებოდა. მაგრამ სამწუხაროდ არ იყო ლა ლიგის სტილის ფეხბურთელი
ამან არ თქვა ბარსაში ფულის გამო გადავედიო?
ანუ ეს ის არაა, ბუსკეტსი რომ უნდა დაესვენებინა ხანდახან და კონკურენცია გაეწია ხოლმე?!?!?!?!?!