ესპანური ფეხბურთის ექსპერტმა, სიდ ლუომ ისაუბრა ”ბარსელონას” და პეპ გვარდიოლას შესახებ. გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან.
– თვენი აზრით, რას შემატებს სესკ ფაბრეგასი ”ბარსელონას”?
– შეიძლება ეს ცოტა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ასაკს.
– დაწვრილებით რომ აგვიხსნათ?
– სავსებით ლოგიკურია, რომ ჩავი მუდმივად ვერ ითამაშებს ფეხბურთს, ”ბარსელონას” კი მომავლის დაგეგმა სურს. სესკი ახალგაზრდული გუნდის ყოფილი ფეხბურთელია, კატალონიელია და ”ბარსას” სტილის ფეხბურთელია. ”ბარსელონაში” ესმით, რომ პატარა სათადარიგო სკამი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში ახლა ვაკანსია არ არის სესკი ბევრ მატჩს ჩაატარებს და სასარგებლო იქება გუნდისთვის.
– რას ფიქრობთ სანჩესის ტრანსფერზე, მაშინ როცა ვილიას და პედროს ძირითადში ადგილი დაბევებული აქვთ?
– კარგი შეკითხვაა. სიმართლე რომ გითხრათ მისი ბევრი თამაში ნანახი არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაში და ლა ლიგაში გამარჯვების მიუხედავად ”ბარსაში” იციან, რომ გუნდში ყველაფერი იდეალურად არ არის. მათ შეტევაში მრავალფეროვნება სურთ. პედრო და ვილიას ამ სეზონში ჰქოდნათ მომენტები, როცა თამაში არ მიდიოდათ. იმ შემთხვევაში მესიმ ტრავმა რომ მიიღოს?
– როგორ ფიქრობთ, პეპი ”ბარსელონაში” დიდი ხნით დარჩება?
– პეპ გვარდიოლა იდეალური მწვრთნელია ”ბარსელონასთვის”. ბავშვი, ბურთის მიმწოდებელი, ფეხბურთელი, კაპიტანი, მეორე გუნდის მწვრთნელი, მწვრთნელი… მან მთელი გზა გაიარა. ის კლუბის ნაწილია. მას სხვაგან წასვლა გაუჭირდება, თუმცა ვიცი, რომ საკმაოდ ჭკვიანი და მოტივირებულია ამისთვის. ის უდიდესი ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ის მასზე ძალიან მოქმედებს. მე ვფიქრობ, რომ ის დიდი ხნით არ დარჩება. საკმაოდ ღიად საუბრობს ამის შესახებ. მისი სტილი სხვა გუნდში შეიცვლება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ერთი რამ, რასაც ხალხი ვერ ხვდება არის ის, რომ გვარდიოლა პრაგმატიკოსია.
P.S ესეც ჩემი 500 სტატია ბარსამანიაზე



