დღეს, “სიუტატ ესპორტივაზე” “ბარსელონამ” მორიგი სავარჯიშო სესია ჩაატარა.
კიევის “დინამოს” დამარცხების შემდეგ, ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, აღდგენითი ვარჯიშებით შემოიფარგლნენ. გუნდი უკვე შაბათისთვის, “ბეტისთან” სათამაშოდ, ემზადება.
განცალკევებით ივარჯიშეს ფილიპე კოუტინიომ და რონალდ არაუხომ. დაბრუნებასთან ახლოსაა სამუელ უმტიტი, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშს აგრძელებს.
მომდევნო სესია ხვალ, თბილისის დროით 14:00 საათზეა დაგეგმილი, რომლის დასრულების შემდეგაც, რონალდ კუმანი პრესკონფერენციას გამართავს.



