ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ეს არის პიროვონება, რომელიც ჩამოყალიბდა მხნეობის, ზნეობისა და დაუღალავობის სიმბოლოდ. ის “ბარსელონას” შეუცვლელი წევრი, ერიკ აბიდალია. კარლეს პუიოლის ტრავმის შემდეგ მან მთელ მსოფლიოს დაანახა საკუთარი უსაზღვრო ძალა. იგი დაცვის ბურჯად ჩამოყალიბდა, თუმცა მარტში შოკირებული ამბავი გაიგო, მას ღვიძლზე სიმსიმნე აღმოაჩნდა. ბევრი მუშაობის შემდეგ ერიკმა მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში დაბრუნდა, მაგრამ მხოლოდ 15 წუთით. ამის შემდეგ ამავე გათამაშების ფინალში 90 წუთით მოგვევლინა და შესანიშნავად იასპარეზა. ფრანგმა მცველმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გავლენიან კატალონიურ გამოცემას, “El Mundo Deportivo”–ს.

 

 – რა იგრძენით, როდესაც უკრაინული პუბლიკა ოვაციებით შეგხვდათ?

 

 – პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო მათ. უდიდესი სიყვარული და მხარდეჭერა გამოხატეს ჩემდამი. მათ ასევე პატივი სცეს კატალონიურ გრანდს. “ბარსას” უამრავი გულშემატკივარი ვიხილე უკრაინაში, მაშინ როდესაც ამხანაგურ შეხვედრას ვმართავდი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად. მჯერა, რომ ეს ოვაციები მხოლოდ ჩემდამი კი არა, არამედ ჩემი კოლეგებისადმიც იყო, რომლებთან ერთადაც მოვიგე ჩემპიონთა ლიგა “უემბლიზე”. ძალიან ამაღელვებელი იყო, როდესაც ფანები მადლობას მიხდიდნენ.

 

 – თქვენ თქვით, რომ წონაში მომატება გჭირდებათ…

 

 – დიახ ნამდვილად. ვცდილობ დაკარგული კილოგრამები აღვიდგინო, რაც მარტივი არ არის. რთული სამუშოას შესრულება მომიწევს ფორმაშ ჩასადგომად.

 

 – თუმცა ეს ყველაფერი დაუჯერებელია, თქვენ ძალიან მალე მოახერხეთ დაბრუნება…

 

 – ნამდვილად არ ვიცი რამდენად კარგად გამომივიდა ეს. 2 თვე გამიცდა ოპერაციის გამო, მაგრამ უბედნიერესი ვარ, რადგანაც გავხდი იმ დიდებული ფინალის მონაწილე, რომელიც გაიმართა “უემბლზე” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით. ყველა მხარს მიჭერდა: მოზარდები, ბავშვები, ზრდასრული ხალხი. სოციალურ ქსელებში მუდამ გამამხნევებელი ტექსტები იყო. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩემს გადასარჩენად. მათ გარეშე ასეთი არ ვიქნებოდი.

 

 – ეს ყველაფერი კარგი არდადეგების საწინდარი იქნება?

 

 – არავითარ შემთხვევაში. დასვენებას არ ვაპირებ.

 

 – დარწმუნებული ხართ?

 

 – დიახ, არ უნდა მოვდუნდე. ახლა თავგამოდებით ვივარჯიშებ, რათა აგვისტოს თვისთვის ფორმაში ვიყო, რადგანაც სუპერ–თასის ორი მატჩი გვაქვს გასამართი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. მე არ დავისვენებ და ვივარჯიშებ ხალხისთვის, “ბარსელონასთვის”.

 

 – ერიკ, თქვენ არ ისვენებთ…

 

 – არა, მე ჩემი მუშაობის გეგმა მაქვს. საფრანგეთის ნაკრებთან ერთადაც მსურს რამდენიმე შეხვედრის ჩატარება. ლორან ბლანიც ზუსტად ისე მექცევა, როგორც პეპ გვარდიოლა. ისინი მე მაძლევენ საჭირო ოდენობის სათამაშო დროს და არ რისკავენ.

 

 – თქვენ საუბრობთ ლორან ბლანზე, ის ყოფილი “ბლაუგრანელია”, აქვს თუ არა “ბარსელონური” მენტალიტეტი?

 

 – დიახ, საფრანგეთის ნაკრებიც მთავარ აქცენტს ბურთის კონტროლზე აკეთებს. მას უნდა ახსოვდეს “ბარსელონას” სტილი (იცინის) და სწორედ ეს უნდა ჩართოს მატჩებში. უბრალოდ ფეხბურთელებს შორის სხვაობა ძალიან დიდია.

 

 – თქვენ გყავთ ფეხბურთელი, რომელიც ანდრეს ინიესტას ძალიან ჰგავს, მარვინ მარტინი… 

 

 – მას უყვარს ესპანური ფეხბურთის სტილი, მაგალითად “ბარსელონასი”.  ის და მისი ოჯახი ესპანელები არიან. მისი თამაშის სტილი ძალიან ჰგავს ანდრესისას. ის ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ტექნიკური და ამბიციური.

 

 – ლორან ბლანი ძალიან გავს პეპ გვარდიოლას, აძლევს ახალგაზრდებს შანსებს…

 

 – დიახ, მწვრთნელი ყურადღებას არა ასაკს, არამედ თამაშის ხარისხს უნდა აქცევდეს. არა აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდა ხარ თუ ასაკოვანი. ლორანმა მკითხა მსურდა თუ არა თამაში, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ნაკრების მთავარი მიზანია შეინარჩუნოს ბურთი და მაქსიმალურად გამოიყენოს მომენტები. წინა მატჩში ჩვენ 1:4 მოვუგეთ უკრაინას.

 

 – საფრანგეთის ნაკრებში თქვენ ცენტრალური მცველი ხართ…

 

 – მე ვაკეთებ იმას, რასაც მწვრთნელი მებუნება. არაერთხელ მითამაშია ცენტრალურ მცველად “ბარსელონაში”. მე ადაპტაცია ორ პოზიციაზე გავიარე და არცერთთან შეგუება არ მიჭირს. კარლეს პუიოლის ტრავმის დროს მე სულ ცენტრში ვიდექი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში