მადრიდის “რეალის” ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ, “ბარსელონასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“ზოგჯერ, კანონზომიერების პოვნას ცდილობ, რათა დაინახო, მიდრეკილია თუ არა მოთამაშე სხვაზე, როდესაც მეკარის პირისპირ იმყოფება. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მოთამაშეზე, როგორიც ლიონელ მესია. როდესაც ფიქრობ, რომ ის დამოუკიდებლად რაიმე კონკრეტულს აკეთებს, შეუძლია ეს უკანასკნელი წამებში შეცვალოს.
ცხადია, “ელ კლასიკო” ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, მაგალითად, ისევე როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ. ამ მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში სასიამოვნოა. შემიძლია შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვე და ვუთხრა, რომ მათ წინააღმდეგ ვითამაშე და ზოგიერთი გოლი არ გავატანინე.”, – კურტუას სიტყვებს Marca ციტირებს.



