“ფერენცვაროშის” მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა, “ბარსელონასთან” მატჩის წინ, კიევის “დინამოს” შემადგენლობაში კატალონიელებთან გამარჯვება გაიხსენა.
“ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან “ბარსელონასთან” თამაში – ბრწყინვალე გამოცდილებაა. ამ გრძნობით 25 წლის წინ ვცხოვრობდი და ეს მთელი ცხოვრების მნიშვნელოვან გამოცდილებად დარჩა.
ამ წელს ჩვენ “იუვენტუსთან” მატჩებიც გველის. ამ მოგონებებით, რომლებიც მუდამ ჩვენთან დარჩება, ბოლომდე უნდა ვისიამოვნოთ.
1993 წელს დიდებული “ბარსელონა” დავამარცხეთ (3:1), შემდგომ გამარჯვება კატალონიელებმა მოიპოვეს (4:1). ჩვენთვის ეს სიახლე იყო, როდესაც “კამპ ნოუზე” ჩამოვედით, ბევრი რამის არ გვჯეროდა. 1997/1998 სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იყო, ჩვენ უფრო გამოცდილები და თავდაჯერებულები ვიყავით. გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ (4:0) მახსოვს, მატჩის შემდეგ ჩემთან ლუიშ ფიგუ მოვიდა და მითხრა, რომ ჩვენ ისინი გავანადგურეთ.
კატალონიელებს საშუალებას არ ვაძლევდით ბურთი ეკონტროლებინათ და მომენტები შეექმნათ. ეს შესანიშნავი მომენტი იყო ჩვენთვის და უკრაინული ფეხბურთისთვის.”, – რებროვის სიტყვებს AS ციტირებს.



მართლაც და რა მაგარი გინდი იყო ლობანოვსკის კიევის დინამო… ჰაიბერზე არსენალთან 5-1… კიევში და კამპ ნოუზე 3-0 და 4-0 ბარსელონასთან… რას უშვებოდნენ გრანდებს… გინდა ბაიერნთან ნახევარფინალში ნათამაშები 1+1 და 3-3. ჭამდნენ გუნდებს, ცალკარას ეთამაშებოდნენ. შევჩენკო/რებროვი. ან რა გამძლეობა ჰქონდათ, ან რა ურთიერთშეთამაშება. მახსოვს შევჩენკომ მილანში გადასვლისას განაცხადა: ლობანოვსკის მერე, მილანის ვარჯიშებზე ვისვენებო… 😏გუნდი რომელშიც ჩემპიონთა ლიგა მოიგო
დვალი ათამაშოს ნეტა დღეს 🙈🙈
მაგარი გუნდი ყავდა ვალერი ლობანოვსკის
იუვენტუსთან ძალიან თავდაჯერებულები გამოვიდნენ მოედანზე კიევში, ვერ შეაფასეს 1:1 გასვლითი მატჩის შემდეგ ტურინული მონსტრი, მაგიტომ დაისაჯნენ
მომდევნო წელს კიდევ უფრო ძლიერები იყვნენ, რეალიც დამაჯერებლად გააგდეს
ბავარიას რომ გასცდენოდნენ, ლიგას დებდნენ, მაგრამმმმმ