სეზონი, როგორც პირველი გუნდისათვის, ისევე მეორე გუნდისათვის უკვე დასრულებულია. თუმცა, “სიუტატ ესპორტივას” ოფისებში შეხვედრები არ წყდება…
ერთ–ერთი ასეთი შეხვედრის დროს, კლუბის ხელმძღვანელებმა კარლოს ბუსკეტსის მომავალზე იმსჯელეს. სერხიო ბუსკეტსის მამა და 2010/11 წლების სეზონში, “ბარსას” პირველი გუნდის მეკარეების მწვრთნელი, მომავალი სეზონიდან ეუსებიო საქრისტანის “ბარსა ბ”–ს მეკარეების გაწვრთნით დაკავდება. მის ადგილს კი კვლავ ხუან კარლოს უნსუე დაუბრუნდება.


