როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა ”მარკა” იტყობინება, ლონდონის ”არსენალის” სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა ინტერესს იჩენს კატალონიის ”ბარსელონას” ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას მიმართ.
წყაროს მიხედვით, აღნიშნულმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს ”მეთოფეთა” კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის ”ბარსელონაში” დაბრუნების საკითხში. თავდაპირველად ლონდონელები კატალონიელ ფებურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებდნენ, თუმცა სავარაუდოდ, თუ ტრანსფერში ალკანტარას ჩართავენ, ფაბრეგასის შესასყიდი ფასი დაიკლებს და 31 მილიონი ევრო გახდება.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ ალკანტარას მამამ, მაზინიომ განაცხადა, რომ მისი შვილი ”ბარსელონადან” წასვლას არ აპირებს.
ტიაგო ალკანტარა 1991 წლის 11 აპრილს, იტალიის ქალაქ ბარიში დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა 1995 წლიდან იწყება. მაშინ ალკანტარა ”ფლამენგოს” ღირსებას იცავდა. 2005 წელს ტიაგო კატალონიაში გადაბარგდა და ”ბარსელონას” საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა. 2007 წლიდან ის ”ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში გამოდის.


