სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს, დამატებით დაინტერესდა, თუმცა ტრანსფერი, ძირითადად, ორი მიზეზის გამო არ შედგა.
Mundo Deportivo წერს, რომ მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინგლისურ კლუბს სახელფასო ბიუჯეტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდში ედინსონ კავანი მოვიდა. სწორედ გაზრდილი სახელფასო ხარჯის გამო არ დაიმატა “იუნაიტედმა” ჯეიდონ სანჩო ან უსმან დემბელე. “იუნაიტედი” 2019/20 წლების სეზონში 140 მილიონი გირვანქა სტერლინგის ზარალს ელის.
მეორე მთავარი გარემოება, რამაც ტრანსფერი ჩაშალა, თავად დემბელეა. მას “ბარსელონაში” თავის დამკვიდრება სურს და კარიერის სხვაგან გაგრძელებას არ აპირებს.
განსხვავებით 23 წლის ფრანგისგან, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “ბარსელონა” ჟან-კლერ ტოდიბომ, ჟუან მირანდამ და რაფინია ალკანტარამ დატოვეს.
რა ბოდვაა რაის მანჩეე ამას პირველივე თამასში მოაძრობდნენ ფეხს და დაჭერინებდნენ ხელშიი…ვის რაში ჭირდებაა
ამას თბილისის დინამოც არ აიყვანს სულ რომ უფასოდ მოვიდეს
shansac miscemen da karg formashic sheva uechveli arada ra kai iyo taviz droze es shobel dzagli
მამენტ კაია შანსი როგორც მიეცემა ეგრევე უნდა გამოიყენოს და დაიბრუნებს ძირითადში ადგილს