“ბარსას” პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა, წინასაარჩევნო გეგმის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც რონალდ კუმანის მუშაობასა და გუნდში მის მომავალს შეეხება.
“ბოლო წლებში ვიქტორ ფონტი და მისი გუნდი საფეხბურთო პროექტის სრულ მოდელზე მუშაობდა, სადაც ყველა საორგანიზაციო თემა იყო განხილული. ვიცე-პრეზიდენტიდან ადგილობრივ ბაზარზე მყოფი ფეხბურთელების მწვრთნელამდე.”
“მექანიზმმა, რომელიც ბევრი ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილისაგან შედგება, გაგვაძლიერა და უპირატესობა მოგვცა. ამის შედეგად მსოფლიოში საუკეთესო გუნდი მივიღეთ.”
“ამ პროექტის მიხედვით, ჩავი ერნანდესი გენერალურ მენეჯერად მოიაზრება. გარდა ამისა, შეგვიძლია, ნებისმიერ დროს განვსაზღვროთ ის პასუხისმგებლობები, რომელსაც აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს.”
“ჩავის ისეთ საკვანძო პოზიციებზე, როგორიც სპორტული მენეჯერი, ტექნიკური დირექტორი, სამედიცინო სერვისების ხელმძღვანელი, მეთოდოლოგი, სკაუტი და ფსიქოლოგია, გვერდში ნიჭიერი კადრები ეყოლება.”
“თუ გუნდს მართვის პატივი ექნება, უპირველესი მიზანი გამარჯვებები, სტაბილურობა და ყველა იმ პროექტის შექმნა იქნება, სადაც ყველა დეტალი ერთმანეთთან სწორად იქნება დაკავშირებული. აუცილებელია, თავი ავარიდოთ ყველა იმ ზედმეტობასა და ბუნდოვან გარემოებას, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაქსიმალურ შედეგს არ მოგვცემს.”
“აქედან გამომდინარე, თუ პოზიტიური ვითარება გაგრძელდება და გუნდი გამარჯვევებს განაგრძობს, პროექტი, რომლის სათავეშიც ჩავი იქნება, რონალდ კუმანს და მის დამხმარეებს სრულ ნდობას გამოუცხადებს.”




ეს აკლია ბარსას ბართომეუს მერე რომ სულ მთლად დაანგრიოს გუნდი, ესეც კაი ჩობანია რაა. აი ლაპორტა თუ დაბრუნდა იდეალური იქნება ტიპს უყვარს ბარსა და გაცილებით კარგი პოლიტიკის გატარება შეუძლია ვიდრე სხვა დანარჩენ კანდიდატებს..
ერთი პოპულისტი სლეა და მეტი არაფერი
კუმანთან დამოკიდებულება შეუცვლია ეტყობა მიხვდა რასაც ლაპარაკობდა მაგით პრეზიდენტი ვერ გახდებოდა
ლაპორტა დაბრუნდება და კუმანი მიყვება ბართოს
რაღაც პლასტინკა შეცვალა… აქამდე ეგრევე ააგდებდა კუმანს ტუ გახდებოდა პრეზიდენტი, ეხლა დარჩება თუ წარმატებები გაგრძელდაო… კაი ანტიკვარია ხტუნაობს თავის სიტყვებზე უკვე….
ეს ბევრად უფრო მუ*ტელი ტიპი ჩანს ვიდრე ახლანდელი. )
მომწიფდა ასეთი გადაწყვეტილებისთვის გუნდი, ას წელზე მეტია ვითარდება და განაგრძობს წინსწრაფვას ისე როგორც არასდროს …
ესეც კაი ბაჯაღლო ჩანს
ჩვეულებრივი ტრაკის ჭია პოლიტიკოსია
Rogorc chans
უკვე შეიცვალა აზრი? :დდ