ტურინის ”იუვენტუსის” და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ანრეა პირლომ თავისი აზრი გაგვიზიარა ესპანური ”ვილიარეალის” თავდამსხმელ, ჯუზეპე როსიზე.
”როსი ”იუვენტუსში”? ეს ძალიან კარგი ტრანსფერი იქნება. ჯუზეპე ბწრყინვალე ფეხბურთელია, რასაც ის უკვე რამდენიმე წელია ამტკიცებს. იმ კლუბს, რომელში როსი გადავა ძალიან გაუმართლებს” – ანდრეა პირლოს სიტყვებს ”Corriere dello Sport” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ დღეებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი სეზონიდან ჯუზეპე როსი ”ბარსელონას” ღირსებას დაიცავს.