დღეს, ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომის მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერების ვალიდურობის დადგენა დაიწყო.
უნდობლობის საკითხის ორგანიზატორები ადასტურებენ, რომ მათ მხარდამჭერებს უკავშირდებიან და თავიანთი პოზიციის დადასტურებას სთხოვენ.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალიდურობის ტესეტი 3 800-მა ხელმოწერამ გაიარა. არალავიდურად 2-3% გამოცხადდა, რაც თითქმის დადასტურებულად ნიშნავს იმას, რომ ბართომეუს უნდობლობის საკითხი აღიძვრება.
იმისათვის, რომ პრეზიდენტის უნდობლობის საკითხი აღიძრას, 16 ათას ხმაზე ცოტათი მეტი უნდა შეგროვდეს. ორგანიზატორებმა 20 ათას ხელმოწერაზე მეტი წარადგინეს. ეს ნიშნავს, რომ თუ დაახლოებით 20% არავალიდურად არ სცნეს (რაც წარმოუდგენლად მოსჩანს), ბართომეუს უნდობლობის საკითხი აღიძვრება. ამის შემდეგ, კლუბი ვალდებული იქნება ჩაატაროს რეფერენდუმი, სადაც კლუბის წევრების 2/3-ის სურვილის შემთხვევაში, ამჟამინდელი მმართველობა კლუბს დატოვებს.
ბართომეუს რომ სავირთხეთში გაუშვებენ როგორც იქნა ამას თქმაც არ უნდა მთავარია დროულად და არ გაიწელოს, ისეთი ვირთხაა როგორც იგრძნობს რომ ვსიო დამერხაო გამოვა და იტყვის კლუბის სასიკეთოდ მივიღე გადაწყვეტილება და ვადაზე ადრე მივდივარო …