გუშინ გაიმართა სანაკრებო ‘შეხვედრები, ზოგისთვის ეს იყო ევრო 2012 – ის შესარჩევი, ზოგისთვის კი უბრალოდ ამხანაგური მატჩი. დელ ბოსკეს შეგირდები გუშინ ამხანაგურ მატჩში ამერიკას დაუპირისპირდნენ და გამარჯვებაც მოიპოვეს.
რაც შეეხება “ბლაუგრანელებს” შემადგენლობაში ესპანეთისა, ყველაზე მეტი სწორედ ბარსელონელია, მაგრამ გუშინ ეს ტრადიცია დარღვეულ იქნა. ვინაიდან და რადგანაც ამხანაგური შეხვედრა იყო, დელ ბოსკემ მისცა შანსი ახალგაზრდებს. მატჩი თავიდან ბოლომდე მხოლოდ და მხოლოდ ხერარდ პიკემ ჩაატარა. ბუსკეტსი და ვილია შეცვლილნი იქნენ, ცვლილებაზე კი ანდრეს ინიესტა შემოვიდა. პედრო როდრიგესს, ჩავი ერნანდესს, ვიქტორ ვალდესს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. რაც შეეხება კარლეს პუიოლს, მან ოპერაცია გაიკეთა და გუნდს ვერ ეხმარება.
საბოლოო ანგარიში 4:0 დაფიქსირდა ევროპელების სასარგებლოდ, ბურთები სანტი კასორლას (2), ნეგრედოს და ფერნანდო ტორესის ანგარიშზეა.



