workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი რობერტოს რჩევა რიკი პუჩს და ალენიას

სერჟი რობერტოს რჩევა რიკი პუჩს და ალენიას

Ara-სთან ინტერვიუში, სერჟი რობერტოს გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელების, რიკი პუჩისა და კარლეს ალენიას შესახებ ჰკითხეს. 

როგორც უკვე გავიგეთ, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, აქცენტს ძირითადად გამოცდილ მოთამაშეებზე აკეთებს. სანამ საქმეში კლუბის ხელმძღვანელები ჩაერეოდნენ, ის მიიჩნევდა, რომ პუჩისთვის გუნდიდან იჯარით წასვლა ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა, რადგან ამ სეზონში სათამაშო დროს ვერ მიიღებდა და დიდი ალბათობით, პრაქტიკას ვერც ალენია მიიღებს. 

“ჩემი აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მწვრთნელმა თქვა, რომ ბევრს არ ათამაშებს, ისინი გუნდში უნდა დარჩნენ. 

რამდენიმე წლის წინ მეც ასეთ სიტუაციაში ვიყავი. თავიდან მოედანზე დიდ დროს ვერ ვატარებდი. მართალია, მოგვიანებით პოზიცია შევიცვალე, მაგრამ ჩემი შემადგენლობაში ხშირად მოხვედრის დრო მაინც მოვიდა. 

ამ ფეხბურთელების პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, მაგრამ სეზონი ხანგრძლივია და დარწმუნებული ვარ, რომ მათ შანსი მიეცემათ, ეს მომენტები კი აუცილებლად უნდა გამოიყენონ”. – თქვა რობერტომ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • shu1987
    schedule 27 სექ 2020, 22:37

    ნეტა წასულიყავი ან პოზიციის ცვლილებაზე გეთქვა უარი, ან ამის მიცემული რჩევა რა ვთქვი…

  • Albicelecte
    schedule 27 სექ 2020, 22:02

    დარჩი რიკი, შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და ეგ ჰოლანდიელი *** კიდევ მწვრთნელად დიდხანს ვერ იქნებაო, პრინციპში ასე ჩაუნამიოკა ორივეს
    😃 🤠

  • Iniesta. And messi
    schedule 27 სექ 2020, 21:17

    საღოლ რობერტო მომავალი კაპიტანი და ლეგენდა ეს სერხიო რობერტოა

  • basa7
    schedule 27 სექ 2020, 21:10

    მაგას არ დაუჯეროთ ბიჭებო:))))))

    ციტატა: Lionel Messi – 10
    სიტის თამაშს თუ უყურებთ ? და ამ ბიჭის იმედზე გვინდა რომ ვიყოთ ? გასაგებია რომ ახალგაზრდაა და ერთი მატჩით არ შეიძლება განსჯა მარა რამდენი სიტის თამაშს მივადევნე თვალი ბოლო პერიოდში ეგ ბიჭი არც ისე საიმედოა. გარსიაზე მაქვს რათქმაუნდა საუბარი. ბარსას ეხლა სჭირდება უპამეკანო.


    მაგას არ ვამბობმეეც, რას მიაკვდნენ ამ გარსიას, უპამეკანო თუ არა ჟიულ კუნდე ყავს სევილიას მხეცია ეგეც

  • M10 S9 D11
    schedule 27 სექ 2020, 20:59

    რობერტო რო ვინმეს რჩევას მისცემს იმ ფეხბურთის დედა მივაცენზურე

  • Ronaldinho..
    schedule 27 სექ 2020, 20:56

    ციტატა: Lionel Messi – 10
    სიტის თამაშს თუ უყურებთ ? და ამ ბიჭის იმედზე გვინდა რომ ვიყოთ ? გასაგებია რომ ახალგაზრდაა და ერთი მატჩით არ შეიძლება განსჯა მარა რამდენი სიტის თამაშს მივადევნე თვალი ბოლო პერიოდში ეგ ბიჭი არც ისე საიმედოა. გარსიაზემაქვს რათქმაუნდა საუბარი. ბარსას ეხლა სჭირდება უპამეკანო.


    ხოდა რაღაც იგივეს ვფიქრობდი მეც..
    როცა არ ვნახე მაგის თამაში დიდი ვერაფერი და ვინმეს აქვს მაგ ბიჭის კაი თაამაშები ნანახი? მაინტერესებს ვინც ხშირად ნახა რო შეაფასონ

  • KING_BARCA
    schedule 27 სექ 2020, 20:56

    ნეტა ეხლა რაჩემფეხებს აკეთებ,შენი დამტოვებლისაც კიდე რა,ნერვოზი დამმართეთ მართლა….