– ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ თქვენ კიდევ ერთი მისია გაქვთ – დაეხმაროთ ახალგაზრდულ ნაკრებს ლონდონის ოლიმიადაზე გასვლაში. გრძნობთ პასუხისმგებლობას?
– დიახ, ეს ჩვენი მთავარი დავალებაა. ყველა ჩვენთაგანი ბოლომდე ვიხარჯებით, რათა ოლიმპიადაზე გავიდეთ. გავლილი გზით კმაყოფილი ვარ და იმედია ასევე გავაგრძელებთ.
– ესპანეთს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს. როგორ ფიქრობთ, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები ხართ?
– არა. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები, კარგი გუნდი, მაგრამ სხვა ევროპული ნაკრებებიც ძლიერები არიან. მაგალითად ინგლისი, რომელთანაც ჩვენ პირველი მატჩი უნდა ვითამაშოთ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ამისთვის მოედანზე ერთმანეთს ძალიან კარგად უნდა გავუგოთ და რა თქმა უნდა თავდაუზოგავად ვივარჯიშოთ, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს – მოვიგოთ ევროპის ჩემპიონტი და გავიდეთ ოლიმპიადაზე.
– თქვენს შემადგენლობაში მსოფლიოს 2 ჩემპიონი და ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან, როგორც თქვენ მაგალითად…
– დიახ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკლებად გაუმართლათ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან გვეხმარებოდნენ. ისინი სეგუნდაში თამაშობენ და მათზე ძალიან დიდი ზეწოლაა. ისინი მზად არიან ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ.
– სერხიო ბუსკეტს მართლა ძალიან უნდოდა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში?
– დიახ, მას ძალიან უნდა ჩვენი დახმარება და ოლიმპიადაზე გასვლა. ბუსკეტსი დიდებული ფეხბურთელია და მან ეს უკვე დაამტკიცა.
– თქვენი მწვრთნელი, ლუის მილა ამბობს რაიმეს მოტივირების მიზნით ევროპის ჩემპიონატის წინ?
–
– არა. ეს ჩვენ არ გვჭირდება, რადგან ძალიან ბედნიერები და მოტივირებულები ვართ, რაც შესაძლოა წარმატების საწინდარი გახდეს.
– როგორც ძირითად, ასევე ასაკობრივ ნაკრებში გუნდის ბირთვს ”ბარსას” ფეხბურთელები შეადგენენ. ახალგაზრდულში თქვენგან 5 წარმომადგენელია…
– დიახ, ”ბარსას” კანტერანოთი უნდა ვიამაყოთ. ეს ნაკრებში ჩვენი ფეხბურთელების რაოდენობით დასტურდება.
– ლუის მილა მოითხოვს, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში არიან სატრანსფერო ჭორებს ჩამოშორდნენ. როგორ ფიქრობთ, ეს კარგია თუ ცუდი?
– ეს კარგია, საბოლოოდ ყველაფერი გაირკვევა. ახლა ჩვენი ფიქრები ნაკრებთანაა დაკავშირებული. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომლის მიღწევამ დიდი როლი შეიძლება ითამაშოს ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა თაობის ასპარეზობაზე.
– თქვენზე ბოლო დღეებში ბევრს საუბრობენ. ვრცელდება ხმები, რომ თქვენ შეიძლება ტრანსფერში გამოგიყენონ. რას იტყვით ამაზე?
– ეს ფეხბურთია, აქ ყველაფერი დღითი დღე იცვლება. ეს მე ძალიან კარგად ვიცი. არ ვაპირებ გასაცვლელ მონეტად ვიქცე ან რომელიმე ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი დავწიო. და ეს ასე იმიტომ არა, რომ მე ვამბობ, ასე კლუბიც საუბრობს. ჩემი მიზანი ”ბარსაში” თამაშია. ამ კლუბში ბევრი წელი გავატარე და ვაჩვენებდი ჩემს სრულ პოტენციალს. მე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი. ახლა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც შეიძლება უფრო ძლიერად გახდომაში დამეხმაროს.
– როგორია თქვენი შეხედულება როსის ”ბარსელონაში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით?
– როსი ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელსაც ”ვილიარეალში” ბევრი გოლი გააქვს.
– თქვენ ფიქრობთ, რომ მას ”ბარსაში” თამაში შეუძლია?
– დიახ, რა თქმა უნდა.
– მაპატიეთ ძალიან ბევრს თუ ვსაუბრობ როსიზე, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ მისი ტრანსფერის ნაწილი გახდებით და ”ვილიარეალში” გააგრძელებთ თამაშს…
– გავიმეორებ, მე ”ბარსას” ფეხბურთელი ვარ. ძალიან ვამაყობ რასაც მივაღწიე აქ 20 წლის ასაკში. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბისთვის ბევრი რამის მიცემა შემიძლია და იმედი მაქვს, რომ ”ბარსელონაში” დიდი ხნით დავრჩები, რაც ჩემი ოცნება და ერთადერთი მიზანია.
– მე ვფიქრობ, რომ ობიექტური იქნება იმის თქმა, რომ პეპ გვარდიოლა გასულ სეზონში თქვენ გენდობოდათ, მაშინ როცა ბევრი გაკრიტიკებდათ…
– დიახ, ყველაფერი ხდება.



