ESPN-ის ცნობით, ლუის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით, “ბარსას“ ხელმძღვანელობაში გაუგებრობას აქვს ადგილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბართომეუმ “ელ პისტოლეროს“ კლუბიდან უფასოდ წასვლის შეახებ პრესიდან გაიგო და “ატლეტიკოსთან“ მოლაპარაკებები შეაჩერა.
პრეზიდენტს არ სურს, რომ ურუგვაელი მადრიდელებს უფასოდ შეუერთდეს და ამასთანავე “ბარსელონამ“ მას ხელფასის ნახევარი კონტრაქტის გაწყვეტის გამო გადაუხადოს.
ამ დროისათვის “ბლაუგრანას“ ცხრიანი ისევ გუნდში რჩება, ხოლო სამომავლო გეგმები კლუბებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გახდება ცნობილი.




ბარდაკიიი..
რა უკანალს ათამაშებენ რა ხდება ბოლო-ბოლო გაგვარკვიონ უშვებენ თუ არა
მაგარი ბარდაგია ბარსაში,აჩკარიკა სასწრაფოდ მოსაშორებელია,სანამ მთლიანად არ გაანადგურა გუნდი
სხვა კლუბის საიტებზე არ შევდივარ და ვინც შედიხართ იქაც იგივე სიტუაციები ტრიალებს თუ მარტო აქ ხდება ესე
პრეზიდენტი კაცი მედიიდან რატო უნდა იგებდე სუარესზე თუ არ იტყუები?