ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

როგორც იცით, მიმდინარე წლის ზაფხულში იმართება კოპა ამერიკა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ლიონელ მესი. სწორედ ამიტომ იგი არგენტინაში იმყოფება. ლიონელი ერთ–ერთ ბარში 2 მეგობართან ერთად სადილობდა, როდესაც გარს გულშემატკივართა მთელი ამალა შემოერტყა და ავტოგრაფების დარიგება სთხოვა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

ლიონელი დაიბადა როსარიოში, ამიტომ იგი ამავე ქალაქის ერთ–ერთი ბარში იმყოფებოდა. გულშემატკივართა თხოვნის შემდეგ, მან დაიწყო ავტოგრაფების დარიგება. ამ დროს, ერთ–ერთმა პიროვნებამ მას ძლიერად უთავაზა თავში. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, უცნობმა ადამიანმა მას იმის გამო დაარტყა, რომ ლიონელი არგენტინის ჩემპიონატში არა “როსარიო სენტრალს” ქომაგობს, არამედ “ნიუელს ოლდ ბოიზს”. უცნობი მამაკაცი მაშინვე გაიქცა, მაგრამ მას ფანები დაედევნენ და შეიპყრეს.

 

აღსანიშნავია, რომ ლიონელს შეეძლო საპასუხო დარტყმის განხორციელება, თუმცა თვითონვე დაიხია უკან და ამ ამბავს მშვიდად შეეგუა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში