რონალდ კუმანი “ბარსელონაში” 2020/21 წლების სეზონის დასაწყისში დაინიშნა და საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოეკიდა – ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ვარჯიშის სტილი შეცვალა, ფიზიკური დატვირთვა გაზარდა, ამხანაგურ მატჩებში ბევრი ფეხბურთელი გამოსცადა და განაცხადა, რომ სურს, ლა ლიგის სტარტს გუნდი საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.
Cadena Ser-ის ინფორმაციით, ფეხბურთელები კუმანის სავარჯიშო სესიების ინტენსივობით სასიამოვნოდ გაოცებულები არიან. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც კი თქვა, რომ “ბარსელონას” მოთამაშეებს ვარჯიშებზე ამხელა დატვირთვა უკვე წლებია, არ მიუღიათ.
ამასთან ერთად, რონალდ კუმანმა სესიის დასაწყისში რონდოს თამაშის ტრადიცია შეცვალა და ამის ნაცვლად, ფეხბურთელებს ფიზიკურად ავარჯიშებს.




იმედია გაამართლებს ეს კაცი
ორმა წინამორბედმა გამოაჩლუნგა ფეხბურთელები.
კარგია 👍 იმედია სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან და თუ სათამაშო კონდიციებს მოუმატებენ მაგას რა ჯობია იმედია სეირნობიდან გადავალთ სირბილზე 😀
ისე დებლერე რომ დაცვაში ჩავაყენოთ მარჯვენა მხარეს შეიძლება გაქაჩოს სწრაფია და დაცვაში მონდომებული ცდად ღირს
კარგია კარგია ეყოფათ საჩკაობა დროა სერიოზულად მოიხოდონ და დადონ ტიტულები
ძალიან კარგი ეყოთ რაც ისაჩკავეს
კორნადი რომ დააწინაურონ ის ყველაზე მეტად მირჩევნია ეგ და ფატი მაგარ კონკურენციას გაუწევს ნუ სანამ მესი იქნება მის ფლანგზე ვერავინ ითამაშებს მაინც თორე კორნადი ორივე ფლაგზე თამაშობს
დემბელე ბარსას მომავალია…
კარგია, მომწონს შემართება, ტაქტიკა, ფიზიკური მომზადება! იმედი მაქვს რომ წელს ამოიქაჩება ბარსა მაგრამ ვინმე კარგი მცველი უნდა დავიმატოთ თორემ ისევ პრობლემები იქნება დაცვაში! მცველის დამატების შემდეგ გუნდი სრულ მზადყოფნაში იქნება!
ეგრე რააა