ლუის სუარესი, რომელიც ჯანმრთელია და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, “ბარსელონას” სეზონის პირველი შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მაშინ კლუბს მასთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვეტილი ჰქონდა.
ბოლო დღეებში სიტუაცია შეიცვალა – “ბარსა” სუარესის შეძენის მსურველებს, “იუვენტუსსა” და “ატლეტიკოს” ვერ შეუთანხმდა, სხვა კანდიდატი კი არ ჩანს და საკმაოდ დიდი შანსია, კატალონიელებმა 33 წლის თავდამსხმელი საერთოდ ვერ გაყიდონ.
RAC1-ის ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსელონას” შემადგენლობაში ურუგვაელი ფეხბურთელის დაბრუნება იგეგმება. რონალდ კუმანმა, შესაძლოა, ლუისი “ჟირონასთან” ხვალინდელი მატჩის განაცხადში შეიყვანოს.
ცნობილი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ცნობის თანახმად, სუარესის “ბარსელონაში” დარჩენის შანსი სულ უფრო იზრდება.




ძალიან კარგი
23-მილიონის ნაცვლად აიღოს 10-12-მილიონი და იყოს არაფერს გააფუჭებს და ბევრზე უკეთეს შედეგს კიდე დადებს, მაგრამ მე მირჩევნია კიდე ერთი უსახური სეზონის ყურებას ამ ბებერი ფეხბურთელების ნაცვლად ახალგაზრდების შემართება და მონდომება ვნახო, ლაუტარო ვერ მოყავთო არცაა საჭირო დეპაი თუ იყიდეს კუმანმა უკეთ იცის დეპაის გამოყენება ფორვარდად ათამასებს მოძრავია და შესრულება და დარტყმაც კაი აქვს..
1.გადაწყვიტავს არა გადაწყვეტს
2.სუარესმა შეიძლება მოედანზე დაბრუნდეს არა სუარესი შეიძლება მოედანზე დაბრუნდეს და ამდენი მძიმეებიც არ უნდა..
ზოგადად არ ვამახვილებდი მსგავსებზე ყურადღებას, მარა ძალიან მოხშირდა ამ ბოლოს🤷🏻♂️
მე ვეღარ ვაკრიტიკებ, ბანს შემპირდნენ
დამივსო თვალები სათაურმა, შეცდომა მოსულა, ინტრიგნები კი არ ვართ ,მარა :დ
თუ არსად წავიდა ერთ ადგილს გაანძრევს დიდი ალბათობით ალბად, რადგან გაშვება უნდათ მაგის
და თუ მართლა გულით უნდა ბარსაში ყოფნა სხვანაირად არ გამოუვა დარჩენა
ანუ ცოტა გრამატიკა დახვეწეთ რა მწერლებო😂😂 წინადღეს იყო გადაწყვიტავსოო, ახლა სუარესმა შეიძლება დაბრუნდესო🤷🏻♂️🤷🏻♂️
1.გადაწყვიტავს არა გადაწყვეტს
2.სუარესმა შეიძლება მოედანზე დაბრუნდეს არა სუარესი შეიძლება მოედანზე დაბრუნდეს და ამდენი მძიმეებიც არ უნდა..
ზოგადად არ ვამახვილებდი მსგავსებზე ყურადღებას, მარა ძალიან მოხშირდა ამ ბოლოს🤷🏻♂️
დაბრუნდება და შეაგდებს კიდეც პ.ს სათაური შეცდომით გაქვთ 😁