ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბი და პეპი კლუბის მომავალს განიხილავენ

სუბი და პეპი კლუბის მომავალს განიხილავენ

კლუბი შეუდგა გადადებული საქმეების განხილვას და მწვრთნელს სურს ყველა საკითხი მასთან ერთად გადაწყდეს.

მოვიდა დრო ყოველდღიური ვარჯიშები შეცვალოს მუდმივმა და გრძელვადიანმა შეხვედრებმა. მომავლის დაგეგმამ და სხვადსხვა შეხვედრებმა ტრანსფერებთან დაკავშირებით მთელი სამუშაო დრო დაიკავა. პეპ გვარდიოლას სურს, რომ ნებისმიერი საკითხი მასთან განიხილებოდეს და მოლაპარაკებების დაწყების პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

მწვრთნელი გუშინ სიუდად ესპორტივაზე იმყოფებოდა. მას დანიშნული ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ანდონი სუბისარეტასთან. ისინი ინიციატორები იყვნენ ყველა საქმის გადადების ”მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართი ფინალის წინ. ამ პაუზამ შეაფერხა აქტიური პროცესები, რომლებიც ახლა უნდა დასრულდეს.

სუბისარეტა და გვარდიოლა კლუბის გადახალისების პროცესს ერთად განიხილავენ. მოვიდა გადაწყვეტილების მიღების, მიღებული წინადადებების გარჩევის და საბოლოო დეტალების შეთანხმების დრო.სპორტულ დირექტორს მაგიდაზე ბევრი სამუშაო დაუგროვდა და გვარდიოლას ყველა საქმეში მონაწილეობის მიღება სურს.

სანდრო როსელი გუშინ მათ შეხვედრას არ დასწრებია. რამდენიმე კვირის წინ შეხვედრაზე გადაწყდა კლუბის ხელმძღვანელების პოზიცია. ზოგიერთი საქმე სწრაფ გადაწყვეტას ითხოვს. ძირითადად ყველაფერი ისეთ ტემპში მოგვარდება, როგორსაც თავად ”ბარსელონა” აიღებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში