workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
ჟუნიორ ფირპო ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს

ჟუნიორ ფირპო ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს

“ბარსელონას” 24 წლის ფეხბურთელმა, ჟუნიორ ფირპომ, “ნაპოლიში” გადასვლაზე უარი განაცხადა, რადგან მის მიზანს ჟორდი ალბასთან კონკურენცია და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება წარმოადგენს.

ამ ცნობას იტალიური გამოცემა, Calcio Napoli 24, ავრცელებს. ჯენარო გატუზოს გუნდმა ფირპოს თაობაზე “ბარსას” ორწლიანი იჯარის შეთავაზებით მიმართა. ამ გარიგებით “ბარსელონა” 20 მილიონ ევროს მიიღებდა, თუმცა ფეხბურთელმა ნეაპოლელთა წინადადება უარყო და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს.

ფირპომ სადებიუტო სეზონში “ბარსას” მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

გუშინ, იტალიურმა მედიამ იუწყა, რომ მისი შეძენით სერია A-დან “ფიორენტინაც” არის დაინტერესებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 13 სექ 2020, 23:38
    #3

    რაღაცა არ მჯერა, რომ ნაპოლი ორ წლიან იჯარაში 20 მილიონს იხდიდა. ამ თანხად ამის ყიდვაც შეიძლება.

  • gaucho-gaucho
    schedule 13 სექ 2020, 21:57
    #2

    არამგონია ამისგან რამე გამოვიდეს.. პერსპექტიულიც კი არაა ჩემთვის რომ ვთქვა მოუმატებსთქო

  • M10 S9 D11
    schedule 13 სექ 2020, 21:34
    #1

    ვნახოთ რას იზავს ესენი უკეთესის მომყვამები არ არიან და იმედია ეს მაინც ათამაშდება