როგორც ესპანური გამოცემა “მარკა” გვამცნობს, კატალონიის “ბარსელონა” იტალიური “მილანის” მცველით, ტიაგო სილვათი ინტერესდება…
“მარკას” ცნობით, “ბარსა” დაცვის გაძლიერებას აპირებს. კერძოდ კი კატალონიური კლუბის მესვეურები იტალიური “მილანის” ბრაზილიელი მცველით, ტიაგო სილვათი დაინტერესდა. ტიაგოს ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს და იტალიელები მის გაყიდვას 25 მილიონზე ნაკლებად არ აპირებენ.
ბრაზილიელის შეძენით ინტერესს ასევე “რეალ მადრიდი” და “ჩელსი” გამოთქვამდნენ. თუმცა, ამის შემდეგ ლონდონურმა კლუბმა აწ უკვე ყოფილი “ბენფიკელის”, დავიდ ლუისის შეძენა მოახერხა და ალბათ ტიაგოსთვის ისე აღარ იბრძოლებენ, როგორც აქამდე.



