workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ანხელინიოს წელს ვერ შეიძენს

“ბარსელონა” ანხელინიოს წელს ვერ შეიძენს

მოგეხსენებათ, “ბარსელონა” ჟორდი ალბას შემცვლელის ძიებაშია, ერთ-ერთ ვარიანტად კი “ლაიფციგის” მცველი, ანხელინიო განიხილებოდა.

თუმცა, როგორც ცნობილია, კატალონიური გრანდი ესპანელის დამატებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ვერ მოახერხებს, რადგან იგი მომდევნო სეზონსაც გერმანულ კლუბში გაატარებს.

გარდა ამისა, კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, 12 მატჩის ჩატარების შემთხვევაში, “მანჩესტერ სიტის” მფლობელობაში მყოფი ფლანგელი იულიან ნაგელსმანის გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.

მიუხედავად ამისა, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” 23 წლის ფეხბურთელის შეძენა მომავალ წელს შეეძლებათ და, შესაძლოა, მათ ეს შანსი გამოიყენონ.

შეგახსენებთ, “ბარსა” მარცხენა დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ხოსე გაიასა (“ვალენსია”) და ნიკოლას ტალიაფიკოს (“აიაქსი”) კანდიდატურასაც მოიაზრებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward