პირდაპირ დავიწყოთ, ბარსელონას პრეზიდენტი ჩემი აზრით უნდა გახდეს ფონტი და ამ თანამდებობის ცვლილებასთან ერთად უნდა შეიცვალოს თითქმის ყველა წევრი. ეს ცვლილებები მოიტანს ახალ გონებას, საღ აზროვნებას, რაც ბარსელონას ამჟამად ძალიან სჭირდება.
რაც შეეხება გუნდიდან წამსვლელთა სიას, ჩემ შემთხვევაში ესე გამოიყურება : ვიდალი, სუარეზი, ბუსკეცი, ჯორდი ალბა, და პიკე. მართალია ცოტა არიყოს მკაცრი გადაწყვეტილებაა ამ ყველა ნახსენები ადამიანის გუნდიდან დათხოვნა, მაგრამ სიმართლეა ის რომ მათი წასვლა გუნდს საშუალებას მისცემს იყიდოს ან ლა მასიიდან ამოიყვანოს ფეხბურთელი რომელსაც შანსს მისცემს და მოარგებს განთავისუფლებულ პოზიციას.
გუნდში მომსვლელთა სია კი შემდეგნაირია : ერიკ გარსია, დეპაი, ჰაკიმი/ბენჟამინ მენდი, ტიაგო ალკანტარა/ვეინალდუმი, ეს ტრანსფერები სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის რომ ბარსელონამ გასუფთავებული ადგილები შეავსოს და გუნდის ისტორიის წერა ამ დაღმავლობის შემდეგ ახალი ფურცლიდან გააგრძელოს.
ბარსა ბ დან თავის დროზე არუნდა გაეშვათ ხავი სიმონსი რომელიც დიდი პოტენციალი იყო, ვინაიდან ის დღეს არ გვყავს მეორე გუნდიდან შეიძლება რიკი პუჩის, მონჩუსა და რონალდ არაუხოს დაწინაურება.
გუნდის სასტარტო შემადგენლობა უნდა იყოს შემდეგნაირი :
მეკარე-მარკ ანდრე ტერ შტეგენი
მცველები-სემედუ, არაუხო, ლენგლე, ჰაკიმი
ნახ.მცველები- პუჩი, დე იონგი, პიანიჩი
შეტევა- მესი, ანსუ ფატი, გრიზმანი
რაც შეეხება კლუბის ძველ ფილოსოფიას ამის დაბრუნებას ზემოთ ხსენებული ადამიანი ფონტი შეცვლის პრეზიდენტობისას ვინაიდან მას სურს გუნდში ხავი ერნანდესის მოყვანა რომელიც ზუსტად ბარსელონას გენებში ჯდება და ბარსელონას საუკეთესო ხანაში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის როლს თამაშობდა ასე რომ თუ ბარსელონა მის ხელში მოექცა გუნდის ფილოსოფია მართლაც რომ საიმედო ხელშია.
გმადლობთ.