“ბარსელონას” ოფიციალური Twitter-ის გვერდზე დღეს კლუბის ექს-მოთამაშის, ხავიერ სავიოლას გოლი გაიხსენეს.
კატალონიელებმა სავიოლა 2001 წელს, 19 წლის ასაკში, 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. არგენტინელი “ბარსელონას” რიგებში 2007 წლამდე ირიცხებოდა, შემდეგ კი მადრიდის “რეალში” გადავიდა. 2004-2006 წლებში სავიოლა ორჯერ იყო განათხოვრებული, “მონაკოში” და “სევილიაში”.
სავიოლამ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისური 168-ჯერ მოირგო და მეტოქის კარში 70 გოლი გაიტანა, ახლა კი გთავაზობთ მის გოლს “ვალენსიას” კარში.
G⚽️AL OF THE DAY
🐰 Javier Saviola pic.twitter.com/eEb4l9hU1G— FC Barcelona (@FCBarcelona) September 7, 2020



