ლუის სუარესი “იუვენტუსში” გადასვლას უახლოვდება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” თავდამსხმელი ჯორჯო კიელინის ტელეფონით ესაუბრა. იტალიელი მცველი, რომელთანაც ურუგვაელს არც ისე სასიამოვნო მოგონება აკავშირებს, ტრანსფერის შემთხვევაში ლუისის თანაგუნდელი იქნება.
სუარესსა და კიელინის შორის ინციდენტი 2014 წლის მუნდიალზე მოხდა, მაგრამ შემდეგ ორივე ფეხბურთელმა თქვა, რომ პრობლემა აღარ არის.
Gazzetta ასევე წერს იმას, რომ 33 წლის ფორვარდი “იუვენტუსში” ხელფასის სახით წლიურ 10 მილიონ ევროს (გადასახადების გამოკლებით) მიიღებს, ანუ იგივეს, რასაც მას “ბარსაში” უხდიან. Cuatro-ს მიერ ახლახანს გავრცელებული ცნობით, სუარესმა და “იუვემ” შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.




სუარესს ჭირდებოდა კიელინის ნებართვა გადასვლაზე? 😀
საიდან მოგაქვთ ესეთი ითომ სიახლები კარგით რაა 🤬 ტვინი ნუ მოტYანით ბიჭოოოოო