workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზუსტად 22 წლის წინ, “ბარსელონამ” პატრიკ კლუივერტი წარადგინა

ზუსტად 22 წლის წინ, “ბარსელონამ” პატრიკ კლუივერტი წარადგინა

ზუსტად 22 წლის წინ, 1998 წლის პირველ სექტემბერს “ბარსელონამ” ნიჭიერი ჰოლანდიელი შემტევი, პატრიკ კლუივერტი შეიძინა (15 მილიონ ევროდ). 

პირველ სეზონში მიუხედავად ადაპტაციის პრობლემებისა, კლუივერტმა ძირითადიდან მალევე ამოაგდო სონი ანდერსონი და მისი ტექნიკის, სიძლიერისა და გუნდური თამაშის წყალობით სწრაფად შეეწყო გუნდს.

მოგვიანებით, რივალდოსთან ერთად ის დაამყარებსს გენიალურ დუეტს წლების მანძილზე. პირველივე სეზონში გაიტანა 15 ბურთი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჰოლანდიელი “ბარსელონას” ღირსებას 1998-2004 წლებში იცავდა, თუმცა კლუბთან ერთად მხოლოდ ერთი ტიტული (ლა ლიგა 1998/1999) მოიგო, პატრიკმა კატალონიელთა მაისური 257-ჯერ მოირგო და თავი 122 გოლით გამოიჩინა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში