ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მეორე წარმატება “უემბლიზე”

მეორე წარმატება “უემბლიზე”

პეპ გვარდიოლამ წამყვანი როლი ითამაშა “ბარსას” 4–დან 3 ევროპულ ტიტულში. ის გახლდათ უშუალო მონაწილე იმ მატჩისა, როდესაც “ბლაუგრანამ” პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა 1992 წელს. ეს სწორედ “უემბლის” სტადიონზე მოხდა. ახლა კი, როგორც მწვრთნელმა, მან მეორედ აღმართა ეს თასი და კვლავ “უემბლიზე”. მას სულ 3–ჯერ აქვს ეს თასი მოგებული, ერთხელ ფეხბურთელობისას, ხოლო 2–ჯერ მწვრთნელობისას, რომსა და ლონდონში.

 

გვარდიოლას 3 გამარჯვება

 

21 წლის ხოსეპ გვარდიოლა იყო გუნდის წამყვანი ფეხბურთელი 1992 წელს, როდესაც “ოცნების გუნდმა” გაიბრწყინა ევროპაში, მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხეს “სამპდორია”. მან შეძლო და მესამედ შეეხო ამ თასს, იგი ოქროს ასოებით ჩაეწერება “ბლაუგრანას” ისტორიაში.

 

გამარჯვება რომში

 

2008/09 წლების სეზონი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო გვარდიოლას ეპოქაში. მან მოიგო ისტორიული ტრიპლეტი. იმ წელს “ბარსელონამ” ჯერ ესპანეთის თასი მოიგო, შემდეგ ლა ლიგა და ბოლო ჩემპიონთა ლიგა რომში. მიუხედავად, დაცვაში არსებული პრობლემებისა, გვარდიოლამ გუნდს მხნეობა შემატა და ფეხბურთელებმაც იგრძნეს მოგების მნიშვნელობა. როგორც ცნობილია, პეპმა თავის შეგირდებს აყურებინა ძალიან ამაღელვებელი ვიდეო მატჩის წინ, რამაც ერთი–ორად გააძლიერა მათი შემართება. ამის შემდეგ ისინი გამოვიდნენ მინდროზე და 2:0 დაამარცხეს “მანჩესტერ იუნაიტედი”.

 

დაბრუნება “უემბლიზე”

 

ეს ნამდვილად მნიშნველოვანი გამარჯვება იყო. “ბარსამ” ისტორიაში მეოთხედ, ხოლო გვარდიოლამ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ გამაჯრვებას როგორც პერსონალური, ისე გუნდური დატვირთვა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც “ბლაუგრანამ” მოიგო ლა ლიგა გადაწყვიტა ტრიუმფით დაბრუნებულიყო “უემბლიზე”. მათ ეს შესანიშნავად გააკეთეს და 1992 წლის მსგავსად 2011 წელსაც ასწიეს ეს თასი, მათ დაამარცხეს “მანჩესტერ იუნაიტედი”. ჩემპიონთა თასი ბარსელონაში ბრუნდება !

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში