ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალეგრი: ”ფინალს რომელიმე გუნდის ნახევარდავცა მოიგებს”

ალეგრი: ”ფინალს რომელიმე გუნდის ნახევარდავცა მოიგებს”

იტალიური ”მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ, სადაც ერთმანეთს ”ბარსელონა” და ”მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდება.

”ძალიან დაძაბულ მატჩს ველი. ორივე გუნდს შემადგენლობაში მსოფლიო დონის ფეხბურთელები ყავს, ამიტომაც ბევრ გოლს ველი. უეინ რუნი და ლეო მესი მთავარი მოქმედი პირები იქნებიან.  ამ ფეხბურთელების თამაში მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ ვნახე და ისინი თავს ყოველთვის კარგად აჩენდნენ. მიუხედავად ამისა ფინალი რომელიმე გუნდის ნახევარდაცვამ უნდა მოიგოს. სერ ალექს ფერგიუსონმა დაიკავა საკუთარი ადგილი საფეხბურთო ისტორიის წიგნებში. ის უსიტყვოდ მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ხოსეპ გვარდიოლა ჯერ კიდევ იკეთებს სახელს. ამასთანავე ეს მას ძალიან კარგად გამოსდის” – მწვრთნელის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში