ანსუ ფატიმ აგენტის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა გვაცნობა.
“ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი ახლა ჟორჟე მენდეშთან მუშაობს. პორტუგალიელ სუპერაგენტს “ბარსაში” კლიენტი კიდევ ჰყავს – ეს ნელსონ სემედუა, ევროპის მასშტაბით კი მის კლიენტებს შორის კრიშტიანუ რონალდუ, ბერნარდუ სილვა და ედერსონი შედიან.
აქამდე, ფატის აგენტი ლიონელ მესის ძმა იყო.
ცოტა ხნის წინ, ჟოზეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ ანსუს შეძენა არაერთ კლუბს სურს, თუმცა კლუბი შეთავაზებების მიღებას არ აპირებს.




ხშირად მესმის კუმანს რა გაუკეთებია ღირებულიო და არც არაფერი, სამწვრთნელო კარიერაში რა თქმა უნდა. მარა მოდით სხვანაირად შევხედოთ, ნუ პეპს არ შევეხები, პეპს ქონდა სიჯიუტე, ნათელი იდეები და ყველგან მიაღწევდა ასე თუ ისე რაღაცას მარა აი ლუის ენრიკე ავიღოთ, დაიწყო ბარსა ბ-ს მერე რომათი საიდანაც გამოაგდეს (ისევე როგორც კუმანი ევერტონიდან) და სელტაში ქონდა კარგი პერიოდი სელტას დონისთვის (როგორც კუმანს საუთჰემპტონში და ჰოლანდიის ჩემპიონატში) და ლუის ენრიკესთვის ბარსას რო არ დაეძახა და ის ლეგენდარული ტრიპლეტი არ დადებულიყო, ლუჩო დღეს იქნებოდა მაქსიმუმ ბეტისის ეიბარის ან ოსასუნას მწვრთნელი და არა ნაკრების. ხო შეიძლებოდა არ მიეწვია ბარსას ენრიკე და მიეწვიათ კუმანი მაშინ, ალბათ იმ სასტავით კუმანიც დადებდა ტრიპლეტს და დღეს ლეგენდარული მწვრთნელი იქნებოდა, ლუჩო კიდე კაცი რომელსაც არაფრისთვის მიუღწევია. მოკლედ ეგრეც ნუ შევაფასებთ რონალდს, აქვს ნათელი იდეები უბრალოდ გრანდშI ვერ მოხვდა და ეგაა პრობლემა. თორე ამ ბარსაში კლოპი და პეპი ერთად რო მოვიდნენ ვერაფერს იზამენ ფაქტია, კუმანის იმედიც მაგიტო არ მაქვს თორე ცოტა ახალგაზრდულ და კარგ გუნდში, როგორიც ლუჩის ყავდა, კუმანიც დადებდა შედეგებს. Mთავარია ეხლა თავისი ყველაზე ცნობილი ნიჭი გამოიყენოს და ახაალგაზრდები განავითაროს
სეტიენი მონაგონი გახდება? რატო კაცო 8-2 მოგენატრა უკვე?
Ioioio,
ასე რატო გგონია მეგობარო სეტიენი რო მოგვენატროს უარესი რა უნდა ქნას კუმანმა სეგუნდაში ხო არ გააგდებს გუნდს ეს გამორიცხულია და დალშე ისეთი რა უნდა ქნას რაც იმათ არ გაუკეტებიათ?
ამას თავი დავანებოთ და მგონია რო კუმანი ვაბშე დააქცევს გუნდს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა სეტიენი მოგვენატრება და მესისაც ამოუვა ყველაფერი ყელში და წავა. აი ნახეთ, კუმანს არაფერი ღირებული არ გაუკეთებია მთელი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე
როგორ.არ გაუმართლა.ლიონს..
ტიაგო მოიყვანომ ამ ჩემისებმა.და ვანდებეეკი