workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხუან კარლოს ერედია: “ბარსას” ბევრის დახარჯვა მოუწევს იმისათვის, რომ მესი დარჩენაზე დაითანხმოს

ხუან კარლოს ერედია: “ბარსას” ბევრის დახარჯვა მოუწევს იმისათვის, რომ მესი დარჩენაზე დაითანხმოს

არგენტინულმა გამოცემამ ხუან კარლოს ერედიასთან ინტერვიუ ჩაწერა, „ბარსას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიზე და თავის ყოფილ კლუბზე ისაუბრა.

„მესი აღარ არის ის, ვინც ჩავისა და ინიესტას დროს იყო, ვეღარ ვხედავ, რომ იგივე დინამიკაში თამაშობდეს, ახლა მას ყველაფერი ევალება, შეტევის დაწყება, ორგანიზება, დაგვირგვინება, ჯარიმის მოპოვება და რეალიზება, ეს მეტისმეტია, მთელი კლუბი მხრებზე აწევს და თუ მოედანზე არ არის, არავინ იცის რა უნდა გააკეთოს.“

ერედიამ „ბარსას“ მწვრთნელებზეც ისაუბრა.

„მე ფსონს ჩავიზე დავდებდი, ის უკეთ იცნობს გუნდს, „ბარსას“ არ აქვს იმის დრო, რომ შეამოწმოს, გამოდგება თუ არა რონალდ კუმანი, როდესაც სეტიენი დანიშნეს, წარმოდგენა არ მქონდა ეს კაცი ვინ იყო.“

ერედიამ მესის შესაძლო წასვლაზეც გააკეთა კომენტარი.

„არ არსებობს ქვეყნად ადგილი, რომელიც იმაზე კომფორტული იქნება, სადაც 13 წლიდან მოყოლებული ცხოვრობ. თუ მესი დარჩება, ჩვენ მისი საუკეთესო ვარიანტი უნდა ვიხილოთ.“

„ბარსას“ ბევრის დახარჯვა მოუწევს, რომ მესი დაითანხმოს, მას სურვილები უნდა შეუსრულონ.“

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 19 აგვ 2020, 13:51

    ციტატა: 8-I N I E S T A-8

    ციტატა: M10 S9 D11
    რატო გონია ყველას რო ეს ხავი გაამართლებს?


    გვარდიოლა როცა მოვოდა მაშინ არ იცნობდა ისე ბარსელონას როგორც ხავიმ იცის ბარსელონა.მოედნის ხედვა და დისციპლინა არასდროს აკლდა სწორედ ესაა მიზეზი იმს თუ რატო ჯერავს უმეტესობას ხავის მოსვლოთ ტიტულების დადების ვიდრე სხვა ვინნეს მოს ლის შემთხვევაში.მოვიდეს კუმანთან 1 წლით ასისტენტად და ჩაიბაროს მერე რა პრობლემაა🤔🙃🙃🙃


    გვარდიოლა ბარსა ბ-ში მუშაობდა სანამ მთავარი ტრენერი გახდებოდა და რო გახდა კიც დააწინაურა ის იგროკები ვისაც ბე გუნდში წვრთნი და მაგას ვიძახი მე რო სანამ მთავარი ტრენერი გახდება ბე გუნდში წავიდეს 1-2 სეზონით რო როცა მთავარი ტრენერი გახდება ამოწევს სასურველ ფეხბურთელებსაც არანაირი გარანტია არაა იმისა რო ხავი ამ არეულ გუ დს დაალაგებს არც კუმანის დანიშვნა იძლევა მაგის გარანტია მარა კუმანს დიდი უპირატესობა აქვს გამოცდილებაში

  • 8-I N I E S T A-8
    schedule 19 აგვ 2020, 13:01

    ციტატა: M10 S9 D11
    რატო გონია ყველას რო ეს ხავი გაამართლებს?


    გვარდიოლა როცა მოვოდა მაშინ არ იცნობდა ისე ბარსელონას როგორც ხავიმ იცის ბარსელონა.მოედნის ხედვა და დისციპლინა არასდროს აკლდა სწორედ ესაა მიზეზი იმს თუ რატო ჯერავს უმეტესობას ხავის მოსვლოთ ტიტულების დადების ვიდრე სხვა ვინნეს მოს ლის შემთხვევაში.მოვიდეს კუმანთან 1 წლით ასისტენტად და ჩაიბაროს მერე რა პრობლემაა🤔🙃🙃🙃

  • M10 S9 D11
    schedule 19 აგვ 2020, 12:37

    მესიზე 100%-იანი თქვა მარა რატო გონია ყველას რო ეს ხავი გაამართლებს? მეც მაგრად მინდა მოვიდეს მარა რო დაუფიქრდე კუმანთან შედარებით ამის სამწვრთნელო კარიერა ფაქტიურად ნულის ტოლია მოვიდეს ბარსა ბ-ში 1-2 სეზონით მერე 1 სეზონი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყოს და მერე გახდეს მთავარი ტრენერი

  • 8-I N I E S T A-8
    schedule 19 აგვ 2020, 12:17

    ყველაფერი რომ სიმართლე თქვა თითოეული სიტყვა😎მოიყვანეთ მანიმარი და მოვა მესი ხასიათზე