ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ძამპარინი: ”პასტორე შეიძლება ”ბარსელონაში” გადავიდეს”

ძამპარინი: ”პასტორე შეიძლება ”ბარსელონაში” გადავიდეს”

იტალიური ”პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურისიო ძამპარინიმ ”Corriere dello Sport”-თან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდის არგენტინელი ნახევარმცველი, ხავიერ პასტორე შეიძლება ”ბარსელონაში” გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ამ ტრანსფერზე საუბარი მიმდინარეობდა და თავად პასტორემაც განაცხადა, რომ უარს არ იტყოდა კატალონიელთა რიგებში გადასვლაზე.

”პასტორემ 50%-ით შეიძლება დატოვოს ”პალერმო”, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ის ჩვენთან დარჩება. მესის ძალიან სურს მისი ”ბარსაში” ხილვა და მინდა ვთქვა, რომ ეს ფანტასტიკური წყვილი იქნება. საკუთარ რიგებში მისი ხილვა სხვა კლუბებსაც სურთ, თუმცა ჩემთან კონტაქტზე მხოლოდ ერთი კლუბის წარმომადგენელი გამოვიდა. არ შემიძლია განვაცხადო, თუ რომელი კლუბი იყო ეს” – განაცხადა ძამპარინიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში