დღეს, ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც “ბარსელონა” “ელჩეს” უმასპინძლებს.
პირველი წრე დასასრულს უახლოვდება, “ბარსა” კი კონფერენს ლიგის ზონაშიც არაა. პრობლემა არაერთია, თუმცა “ბარსელონამ” თამაშების მოგება მაინც უნდა დაიწყოს, სხვა გზა, უბრალოდ, არ არის.
სათამაშო ფორმა
ტრავმიანობა გუნდის თამაშსა და შედეგზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს, თუმცა ტრავმები ფეხბურთის ნაწილია და ნებისმიერი მაღალი დონის გუნდი დანაკლისს მომზადებული უნდა შეხვდეს. “ბარსელონას” შემადგენლობა კი ამ სახით როგორ ჩამოყალიბდა, ყველას კარგად ახსოვს.
“ელჩესთან” შეხვედრა აუცილებლად მოსაგებია. ამ სეზონში ვერცერთ მატჩზე ვერ ვიტყვით, რომ გარანტირებულად სამი ქულა გვექნება. “ელჩე” სუსტია, თანაც, ცუდ ფორმაშია. “კამპ ნოუზე” ვთამაშობთ. განწყობის ოდნავ გამოსაკეთების კარგი შესაძლებლობა გვაქვს. ასევე, დროა, უსმან დემბელემ მიმდინარე სეზონში გოლების ანგარიში გახსნას.
მეტოქე
“ელჩე” ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია, რომელსაც 17 მატჩში მხოლოდ 3 გამარჯვება, 16 გოლი და 15 ქულა აქვს მოგროვებული. წინა სეზონში გუნდი გავარდნას ბოლო ორ ტურში მოპოვებული გამარჯვებებით გადაურჩა. წელსაც, “ელჩე” პრიმერაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
რამდენიმე კვირის წინ, “ელჩემ” მთავარი მწვრთნელი, ფრან ესკრიბა, დაითხოვა და ახლა გუნდს ფრანსისკო როდრიგესი წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით “ელჩეს” ლა ლიგაში მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული – 1 მოგება (“კადისი”) და 1 წაგება (“ვალენსია”).
“ელჩეს” შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს შეხვდებით, მათ შორისაა ხავიერ პასტორე, კიკო კასილია, პაბლო პიატი, ლუკას პერესი, დარიო ბენედეტო, ჟერარ გუმბაუ (ყოფილი “ბარსელონელი”), ანტონიო ბარაგანი და სხვა, თუმცა გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში არცისე სახარბიელოა.
მწვრთნელები მატჩის წინ
ფრანსისკო როდრიგესი:
დანაკლისი
ტრადიციულად, “ბარსას” ანსუ ფატი, მარტინ ბრეითუეიტი, დანი ალვესი, პედრი და სერჟი რობერტო დააკლდებიან. ასევე, ტრავმირებულნი არიან მემფის დეპაი და სერჟინიო დესტი. ამ უკანასკნელს მომზიდველი კუნთის ტრავმა აწუხებს და დღეს მოედანზე ვერ ვიხილავთ.
კარგი ამბავია ჟორდი ალბას დაბრუნება. 32 წლის ფეხბურთელმა ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო და “ელჩესთან” მატჩის განაცხადში იმყოფება.
“ოსასუნასთან” უსმან დემბელემ მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ, ჩავის თქმით, სერიოზული არაფერია.
დისკვალიფიცირებულია ჟერარ პიკე, რომელმაც პამპლონაში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო. დისკვალიფიკაციის ზღვარზე იმყოფებიან გავი და სერხიო ბუსკეტსი.
სამწუხაროდ, გულის პრობლემების გამო, კუნ აგუერომ კარიერა დაასრულა.
“ელჩეს” მნიშვნელოვანი დანაკლისი არ აქვს. გუნდს მხოლოდ პედრო ბიგასი ვერ დაეხმარება.
არბიტრი
მატჩს 30 წლის არბიტრი, ალბეროლა როხასი განსჯის.
იგი ლა ლიგაში მე-5 სეზონს ატარებს. როხასს “ბარსელონას” 5 მატჩში უმსაჯია, საიდანაც კატალონიელებმა 3 მოიგეს, 2 კი ფრედ დასრულდა. პირველად, მან “ბარსას” თამაშში 2017 წელს, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში (“მურსია”, 5-0) იმსაჯა, როდესაც იგი 26 წლის იყო.
ლა ლიგაში მის გამოცდილება 87 მატჩს თვლის. იგი თამაშში, საშუალოდ, 25 ჯარიმას ნიშნავს და ფეხბურთელებს 3.51-ჯერ აფრთხილებს.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონასა” და “ელჩეს” 51 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მათგან, 30 “ბარსამ” მოიგო, 9 “ელჩემ”, 12 კი ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 102-38.
როგორც წესი, ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგი “ბლაუგრანას” აქვს, თუმცა “ელჩეს” შემთხვევაში საქმე ძალიან უცნაურ უპირატესობასთან გვაქვს. “ელჩემ” “ბარსას” გოლი ბოლოს 43 წლის წინ, 1978 წლის 23 აპრილს, გაუტანა. მას შემდეგ ჩატარებულ 12 მატჩში გოლი მხოლოდ “ბარსას” გააქვს (36). შესაბამისად, “ელჩეს” ბოლო გამარჯვებაც ათწლეულებს ითვლის.
წინა სეზონში გუნდებმა ჯერ მეორე წრის მატჩი ითამაშეს, შემდეგ კი – პირველი წრის. ამის მიზეზი გახდა ის, რომ “ბარსელონასა” და “ელჩეს” თამაში, რომელიც სექტემბერში, პირველივე ტურში, უნდა გამართულიყო, გადაიდო – ერთი თვით ადრე ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის გამო, “ბარსა” ლა ლიგის გათამაშებაში მე-3 ტურიდან ჩაერთო.
საინტერესო ფაქტები
- “ელჩე” 1923 წლის ზაფხულში ქალაქ ელჩეს ყველა საფეხბურთო კლუბის გაერთიანებით შეიქმნა.
- “ელჩეს” “კამპ ნოუზე” არასდროს მოუგია.
- “ბარსელონას” “ელჩესთან” 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
- რიკი პუჩს “ბარსელონაში” ერთადერთი გოლი “ელჩეს” კარში აქვს გატანილი.
სავარაუდო შემადგენლობები
WhoScored:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – არაუხო, უმტიტი, გარსია, მინგესა – ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, ნიკო – გავი, დემბელე, ეზალზული
“ელჩე” | 4-4-2
ბადია – პალასიოსი, გონსალესი, როკო, მოხიკა – მორენტე, მასკარელი, მარკონე, ფიდელი – პერესი, ბოიე
SofaScore:
“ბარსელონა” | 3-4-3
ტერ შტეგენი – არაუხო, უმტიტი, ლანგლე – ნიკო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი – დემბელე, ლ. დე იონგი, ეზალზული
“ელჩე” | 4-4-2
ბადია – პალასიოსი, გონსალესი, როკო, მოხიკა – მორენტე, მასკარელი, მარკონე, ფიდელი – პერესი, ბოიე
Marca:
“ბარსელონა” | 3-4-3
ტერ შტეგენი – არაუხო, უმტიტი, ლანგლე – ნიკო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი – დემბელე, ლ. დე იონგი, ეზალზული
“ელჩე” | 4-4-2
ბადია – პალასიოსი, გონსალესი, როკო, ბარაგანი – მორენტე, მასკარელი, მარკონე, ფიდელი – პერესი, ბოიე
SportsMole:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – არაუხო, უმტიტი, გარსია, მინგესა – ფ. დე იონგი, ბუსკეტსი, ნიკო – გავი, ლ. დე იონგი, ეზალზული
“ელჩე” | 4-4-2
ბადია – პალასიოსი, გონსალესი, როკო, ბარაგანი – მორენტე, მასკარელი, მარკონე, ფიდელი – პერესი, ბოიე
პროგნოზი
90min: ბარსელონა 2-0 ელჩე
SportsMole: ბარსელონა 1-0 ელჩე
Sportskeeda: ბარსელონა 3-1 ელჩე
WhoScored: ბარსელონა 2-0 ელჩე
ტრანსლაცია
შეხვედრა სტარტს, თბილისის დროით, 21 საათსა და 30 წუთზე აიღებს. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგვთავაზებს.
რატომ ვართმევთ დე იონგს უფლებას, რო თავისი "კლასი" გვიჩვენოს?
ტერ შტეგენი
გარსია არაუხო უმტიტი
დესტი დეიონგი ბუსკეცი გავი
დემბელე ჟუტგლა აბდე
დემბელე ცენტრში გამორიცხე.ცრუ ცხრიანს ტვინი და აზროვნება უნდა,დემბელემ ფლანგზე არ იცის რა უნდა ქნას და მანდ ხო საერთოდ უვარგისი იქნება.ხე იონგს კიდე ისევ ჟუტგლა თუ ვინცხა მირჩევნია.
ლუკ 🌴 იონგი არ დამანახოთ რაიქნება, აბდე-დემბელე-გავი იყოს შეტევაში მირჩევნია