ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი, არტურ მელოს შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს. ბრაზილიელს, ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, თამაშის საშუალება არ მისცემია. სარის სიტყვებს Marca ციტირებს.
“არ ვიცნობ არტურის სიტუაციას და არც ვარ დაინტერესებული. პიანიჩი ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრია. მე მის ღირსებასა და პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება”, – თქვა 61 წლის სპეციალისტმა.
განსხვავებით არტურისგან, ბოსნიელი ტურინული კლუბის შემადგენლობაში თამაშს რეგულარულად აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, არტური “ბიანკონერის” შეუერთდება, მირალემ პიანიჩი კი – “ბარსელონას”.
ისე ლაპარაკობს თითქოს არც მომხდარა ეგ ბარტერი
ისე ლაპარაკობს გეგონება მელო სასუოლომ იყიდა.
რა თქმა უნდა ითამაშებს დააწინაურეს პიანიჩი და რატომ არ ითამაშებს. არტურს კი გული დაწყვიტეს და ვერც უბედავენ თქმას ითამაშეო. და ვაბშე თუ დააკვირდით როგორი მოყუჩებულები არიან ჩვენი მწვრთნელები. სარაბიას ვაბშე ვერ ვხედავ და სეტიენიც როგორ ჩუმად იჯდა ალავესთან.