კოპა დელ რეისა და ლა ლიგაში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება “ბარსელონასთვის” ერთადერთი შანსია, რათა სეზონი სრული ფიასკოსაგან გადაარჩინოს.
კიკე სეტიენის დარჩენის მთავარი მიზანიც სწორედ გუნდის მაქსიმალურად მობილიზება, თამაშის ხარისხის გაზრდა და სიტუაციის დალაგებაა. ამ პერიოდში ახალი მწვრთნელის დანიშვნა ზედმეტად ფორსირებულ ნაბიჯად, შესაძლოა, ჩათვლილიყო, რაც მომგებიანი არ იქნებოდა.
ქვემოთ, შეგვიძლია ის 3 ფეხბურთელი გამოვყოთ, რომლებიც თავიანთი საუკეთესო ფორმიდან შორს არიან და პირველ რიგში, სწორედ მათი გაუმჯობესება სჭირდება გუნდს:
ჟორდი ალბა: ჟორდი ასისტების რაოდენობითა და შექმნილი მომენტების მიხედვით, ლეო მესის მდევრად გვევლინებოდა, თუმცა, მიმდინარე სეზონში მისი პროდუქტიულობა საგრძნობლად შემცირდა. ნაკლებად ვხედავთ მისი მხრიდან შესანიშნავ სოლო რეიდებსა და შეტევაში ეფექტურ ჩართვებს. “ბარსელონას” ალბას ფორმის პიკში ყოფნა აუცილებლად დასჭირდება.
ლუის სუარესი: გასაოცარ სტატისტიკად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ, ურუგვაელის ანგარიშზე უკანასკნელ სამ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მხოლოდ 5 გოლია. ბოლო ორ სეზონში კი მან მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი. “ელ პისტოლეროს” გამოფხიზლება მართებს და დროა მნიშვნელოვან მატჩებში საკუთარი სიტყვაც თქვას.
ანტუან გრიზმანი: ფრანგმა ამ სეზონში მასზე გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა. ჩემპიონთა ლიგა კი ექსპერტებისთვის აზრის შესაცვლელად შესანიშნავი ადგილია. სწორედ ახლა უნდა მოუმატოს ანტუანმა, წარმატების შემთხვევაში კი თავის უღიმღამო ლა ლიგის სეზონს სრულად გადაფარავს.



სურათზე რო შევხედე სეტიენი მეგონა მესამე ამ სიაში.
თითქმის ყველას აქვს მოსამატებელი მარა განსაკუთრებით ამ სამმა უნდა მოუმატოს
3 კიარა ყველამ უნდა მოიმატოს რომ ბაიერნს გავცდეთ რამენაირად
სუარეზი ხო ბარსას ლეგენდაა და რამდენი რამე გააკეთა გუნდიათვის მარა დროა რო წავიდეს და ვინმე სასწაული ფორვარდი მოიყვანონ თორე უკვე ვეღარც დარბის და თითქოს ვეღარც ეხსნება მესის რო შეაგდოს…ამის მიუხედავად ლალიგაში მაინც ბევრს აჯობა არადა რამდენი გაუცდა ტრამვის გამო მარა საბოლოოდ რო დაუკვირდე გასაშვებია არა ისე როგორც ალვეში არამედ ისე როგორც ლეგენდა❤️
ჩემი ერთერთი ოცნებაა ალბას წასვლა ბარსადან. ნუ იასნია ბართოს დროს არა. უარეს მოიყვანენ. მაგრამ ამის ჩაჯ…მული საქმე და საქციელი არ დამავიწყდება ლივერპულთან. იასნია კლასი აქვს მაგრამ კვერცხები არა სამწუხაროდ.