workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო: წლევანდელი “ოქროს ბურთის” ჯილდოს გაუქმება სწორი გადაწყვეტილებაა

რივალდო: წლევანდელი “ოქროს ბურთის” ჯილდოს გაუქმება სწორი გადაწყვეტილებაა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, რივალდო, “ოქროს ბურთის” წლევანდელი გათამაშების გაუქმებას გამოეხმაურა.

“ოქროს ბურთის” ჯილდოს გაუქმება – ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ნამდვილად უცნაური სეზონი ვიხილეთ, როდესაც ევროპულ ლიგებში მატჩები დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, ზოგიერთმა მოთამაშემ კი, მაგალითად ფრანგულ ლიგაში, სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა. “ოქროს ბურთთან” დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით ბევრი მოთამაშე გაბრაზდბოდა, მათ შორის “ბაიერნის” შემტევი – რობერტ ლევანდოვსკი. პოლონელს დიდებული სეზონი ჰქონდა, “ბაიერნმა” კი ბუნდესლიგის მორიგი ტიტული მოიგო, მათ ახლა ჩემპიონთა ლიგა ელით. 

ლევანდოვსკი მზად იყო კონკურენცია გაეწია ლიონელ მესისთვის და კრიშტიანუ რონალდუსთვის, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მესისთვის და რონალდუსთვისაც ხელიდან გაშვებული შანსია, რადგან მათი კარიერაც დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლი, რომ ცერემონიის გაუქმების გადაწყვეტილება სწორი იყო.” – რივალდოს სიტყვებს Marca ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში