workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ ეძებს მესის ოჯახი იტალიაში სახლს?

რატომ ეძებს მესის ოჯახი იტალიაში სახლს?

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ლიონელ მესიმ ქალაქ მილანში სახლი შეიძინა, რაც არგენტინელის “ინტერში” შესაძლო ტრანფერს დაუაკვშირეს.

Sky Sports-ის ცნობით, ინფორმაცია ნაწილობრივ სიმართლეა – ლეოს მამა, ხორხე მესი იტალიაში ნამდვილად იმყოფებოდა და მისი მიზანი ნამდვილად იყო იქ სახლის შეძენა, თუმცა, ამას ტრანფერთან არანაირი კავშირი არ აქვს.

წყაროს ცნობით, ხორხე მესი იტალიაში სახლს იმის გამო ეძებს, რომ ამ ქვეყანაში, ესპანეთთან შედარებით, უფრო ხელსაყრელი საგადასახადო კანონმდებლობაა და სამეწარმეო საქმიანობის იტალიიდან წარმოება უფრო მომგებიანია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 24 ივლ 2020, 15:40
    #2

    გასაგებია, ორივეს ცოლებს საერთო ბიზნესი აქვთ ტანსაცმლის მოდური ბრენდები. მათ ბარსელონაშიც აქვთ მაღაზიები. ახლა ალბათ ბიზნესს გააფართოებენ, და იქ ჩასვლაზე სასტუმროში ხო არ იცხოვრებენ ხოლმე. ჭკვიანური სვლაა, მილანი, პარიზი, ევროპაში მოდის დედაქალაქები არიან. მერე ალბათ პარიზსაც და ლონდონსაც მიხედავენ.

  • Don_Andresito
    schedule 24 ივლ 2020, 12:03
    #1

    ინტერში რა პონტში უნდა გადავიდეს, გამოვა რო რონალდომ ააგდო და გუნდი დაატოვებინა. გადარეცხავს ნაწილობრივ მაინც ბარსაში დადებულ ღვაწლს რის გამოც ლეგენდების ლეგენდაა. ხვალ რო ინტერში წავიდეს და ზეგ ინტერი ბარსას შეხვდეს მოეწონებათ ფანებს? თან ინტერი წლები ვერ ავა იუვეს დონეზე მესი კი არა ნეიმარიც რო დაიამტონ. იუვე არის სერია ა-ს რეალი რომელსაც ყოველ თამაშში პენალტს უდებენ და მსაჯები ეხმარებიან. და სერია ა-ს რო პენალდო მოიგბს მესი არ გამოჩნდება ლუზერი? ცა და დედამიწაა ინტერი იუვე დღეს და ეგრეც დარჩება წლები. ამიტო სისულელე იქნება ლეოს წასვლა. თან დიდი რევოლუცია მოხდება მალე ბარსაში როცა პერესის მონა წიხლით წავა და ლეო აქ უნდა იყოს