Radio Catalunya-სთან ინტერვიუს დროს დანი ალვესს წარსულში “ბარსელონასთან“ განშორების პერიოდზე ჰკითხეს.
ბრაზილიელ განაპირა მცველს კატალონიელებისაგან წყენა ჯერ კიდევ არ დავიწყებია.
“ერთხელ ჩემს მეგობარს ხუმრობით ვუთხარი – ერთადერთი ფეხბურთელი ვარ, რომელმაც “ბარსელონაში“ 8 წელი ითამაშა და 23 ტიტული მოიგო, მაგრამ მაინც ჩუმად გამომიშვეს.“
ალვესმა პსჟ-ს დატოვების შემდეგ მის შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი:
“ჩემი დაბრუნების შესახებ ბევრი საუბარი იყო, თუმცა, არანაირი შეთავაზება არ მიმიღია.“
“ბარსელონას“ მომავალზე სამწვრთნელო თუ ფეხბურთელების დამატების მხრივ ალვესმა შემდეგნაირად უპასუხა:
“თუ ჩავი “ბარსაში“ მოვა, ეს კრუიფისა და გვარდიოლას შემდეგ გუნდის მესამე საუკეთესო ვერსია იქნება.“
“ის პიროვნება არ ვარ, რომ ვინმე დავარწმუნო, მაგრამ ნეიმარს “ბარსელონაში“ დაბრუნებას ვურჩევ.“
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა “ბლაუგრანას“ მაისურით 391 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 21 გოლი და 100 საგოლე გადაცემაა.




ჯიგარი ხარ დანი
ამაზე მაგარი მარჯვენა ფლანგელი ჩვენ აე გვყოლია კი არა ვაბშე ყველა დროის საუკეთესო მარჯვნეა მცველია.ჩწმი ობიექტური აზრით.აი არნოლდს აქვს შანსი მარა ჯერ რათქმა უდნა მინიმუმ 7-10 წელი ეგეთ დონეზე უნდა ითამაშოს და ათასი ტიტული დსდოს) მოკლედ დანი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის როგორ გაუშვეს ბიჭო არ მჯერა!!!
შეიძლება არ დააფასო ლეგენდა , რაღაცაში ვერ მორიგდე, იგივე კონტრაკტზე. მაგრამ თან არ დააფასო და თან უფასოდ დაკარგო ეგ მარტი ბარსელონას შეუძლია. ზუსტად რომ ბარსელონას და არა მარტო ბართლომეოს. დროა ცოტა გლობალურად შევხედოთ მოვლენებს. თუ მეტრანახევრიანი აჩკარიკა ერთპიროვნულად წყვიტავს და აკეთებს ასეთს და უარეს სისულელეებს, ესეიგი პრობლემა მთლიანად გუნდშია. სამწუხაროდ რენესანსი მორჩა და აწი როდუს დაიწყება ღმერთმა უცუს. წავა ბართუშა მაგრამ განა მარტი ეგაა დამნაშავე? ის ბორდი ასეთ მოღალატეობრუვ გადაწყვეტილებებს რომ იღებდა და ეთანხმებოდა ისევ იქ იქნება. მე გამოსავალს ვერ ვხედავ😔😔😔
ცანცარა ბრაზილიელი… უნდა მოეწერა 1 წლიანზე და მისი შესაძლებლობები დაემტკიცებინა კიდევ.. იუკადრისა და არც დააკავეს..რადგან იმ სეზონზე ჩავარდნა ქონდა.. გადავიდა ივეში და ისევ ძველი დანი დავინახეთ.. ჩემი აზრით ყველა ბარსას გულშემატკივარს დაწყდა გული მის წასვლით.. მეტ დაფასებას იმსაცურებდა და იმსახურებს მაგრამ კარგად იცით ბრაზილიური ტრაკ.ს თამაში..ეს დაემართა ყველა ბრაზილიელს..
როგორ მევასები ცანცარ სემედუ შენი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს დღესაც კი აჯობებ ბარეულს სამწუხაროდ შენს დარს ვეღარ ვიპოვით
ისე კი ეს კომენტარი მომეწონა
“ის პიროვნება არ ვარ, რომ ვინმე დავარწმუნო, მაგრამ ნეიმარს “ბარსელონაში“ დაბრუნებას ვურჩევ.“
მეტ დაფასებას იმსახურებდა დანი
რეალურად დანი არა მხოლოდ ბრწყინვალე და გაუვალი მარჯვება ფლანგი იყო არამედ უდიდესი პიროვნება რომელსაც დადებითი განწყობა შემოჰქონდა გუნდში, გუნდს სიცოცხლე და ხალისი ეტყობოდა, ისე რობოტებივით არ გამოდიოდნენ ხოლმე ფეხბურთელები მოვალეობის მოხდის მიზნით* ახლა როფორც გამოდიან 😑 მოედანზეც და მის მიღმაც აუცილებელია გუნდს ყავდეს ერთი-ორი გამომაცოცხლებელი ფეხბურთელი რომელიც მხიარულ ატმოსფეროს შექმნის თანაგუნდელებს შორის და ამით გუნდს უფრო შეკრულს გახდის
უბრალოდ ბოდიში და ძაან ნაბო"არი კლუბი გახდა ბარსა. არ დააფასეს ლეგენდები ან ეტო როგორ გაუშვა გვარდიოლამ. ეს სათვალეებიანი ყ"ე უარესს უკეთებს კლუბს
ამაზე მაგარი ფლანგი არ გვყოლია და ისე უჩანს პირი რომ კაი ხანი კიდე არ გვეყოლება