Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” მუსა ვაგეს “ვესტ ჰემში” გაშვებას განიხილავს.
2018 წლის შემდეგ, როდესაც ვაგე “ბარსელონას” შეურთდა, პირველ გუნდში მარჯვენა მცველმა მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მცველი ფრანგულ “ნიცაში” იყო განათხოვრებული, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მისი კონტრაქტი გაწყდა.
კატალონიელები ორ ვარიანტს განიხილავენ – სრული ტრანსფერი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ან იჯარა, რომელსაც 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის ოპცია ექნება.


