”ბარსელონას” თავდამსხმელი, პედრო როდრიგესი მოუთმენლად ელის ”უემბლიზე” გასამრთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს, სადაც გოლის გატანას ოცნებობს და გამარჯვებას ერიკ აბიდალს მიუძღვნის.
პროგრამა ”El Primer Toc”-ში პედრომ ისაუბრა ფინალზე: ”არ ვიცი გამოვალ თუ არა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მსურს თამაში და გოლის გატანა ”უემბლიზე”. მოუთმენლად ველით ფინალს და თასის მოპოვების იმედი გვაქვს, რომელსაც ერიკ აბიდალს მივუძღვვნით”.
კანარელმა აღნიშნა, რომ გუნდმა ლა ლიგის მოგება სათანადოდ აღნიშნა, ხოლო შემდეგ სერიოზულად შეუდგა მზადებას, რათა ფინალისთვის საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ: ”ეს ლიგა ტრიპლეტზე მეტად აღვნიშნეთ, მაგრამ ახლა საჭიროა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრი. ჩვენ დავიწყეთ ინტენსიური ვარჯიშები” – განაცხადა პედრომ, რომელმაც ”მანჩესტერ იუნაიტედზეც” ისაუბრა: ”ვფიქრობ, რომ ეს ”მანჩესტერი” 2009 წლის გუნდზე ძლიერია. კრიშტიანო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თუმცა ახლა ისინი გახდნენ უფრო გუნდურად მოთამაშეები”.
”ბარსა” და ”რეალს” შორის საუბრები უნდა დასრულდეს
ბოლო 4 კლასიკოზე დასმულ შეკითხვაზე პედრომ უპასუხა, რომ მიუხედავად ბევრი ხმაურისა მატჩების შემდეგ მისი გუნდი ამ სერიის შემდეგ უფრო ძლიერი გახდა: ”ისინი ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით და გავუძელით ” – აღნიშნა პედრომ, რომელმაც ისაუბრა არბელოასთან მომხდარ ინციდენტზე და მარსელოსა და ბუსკეტს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე: ”ვთვლი, რომ არბელოა ჩემზე დაჯარიმდა. ეს ძალიან დაძაბული თამაშები იყო, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში ”მსახიობები” არ ვართ”. ”ბლაუგრანას” ფორვარდი უპირობოდ იცავს სერხი ბუსკეტს: ”მე მისი მჯერა. ის მშვიდად იყო, რადგან იცოდა, რომ მარსელოსთვის შეურაცყოფა არ მიუყენებია”.
ბოლო კი პედრომ აღიარა, რომ ახალი ფორმა მას ძალიან მოეწონა, ამავდროულად აღნიშნა ”Qatar foundation”-ის მნიშვნელობა: ”ეს კლუბისთვის მომგებიანია და ჩვენ, ფეხბურთელები ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ” – დაასრულა პედრომ.



