workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალენ ჟირესი: 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტული მანეს ეკუთვნოდა და არა მესის

ალენ ჟირესი: 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტული მანეს ეკუთვნოდა და არა მესის

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ და 1984 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ალენ ჟირესმა, ერთ-ერთ ინტერვიუში გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გაიხსენა (The Best 2019) რომელიც ლიონელ მესიმ მოიგო. 

“თუ წინა სეზონს გადავხედავთ, მე ვფიქრობ, სადიო მანე ლიონელ მესის აღემატებოდა. ხმის მისაცემად ბიულეტინი არ მიმიღია, სწორედ ამიტომ საკუთარი ხმა არავისთვის მიმიცია [ტუნისის ნაკრების სახელით]. არ ვიცი, ჩემს ნაცვლად ვინ მიიღო მონაწილეობა, თუმცა ეს მე არ ვყოფილვარ. 

როდესაც სენეგალის ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, სადიო ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა იყო, თუმცა მას უდიდესი პოტენციალი ჰქონდა, როგორც ტექნიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით. მას ყველაფერი გააჩნდა იმისთვის, რათა გამხდარიყო მოთამაშე, რომელსაც დღეს ვუყურებთ.” – ჟირესის სიტყვებს ESPN UK ციტირებს. 

შეგახსენებთ, რომ ფიფა-ს გამოკითხვის შედეგად, 2019 წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა, სადიო მანემ კი მე-5 ადგილი დაიკავა. 

ჟირესი, 2004-2005 წლებში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 03 ივლ 2020, 17:10
    #6

    2019 წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა, სადიო მანემ კი მე-5 ადგილი დაიკავა.
    აი რა უნდა თქვა, რა მწვრთნელი იყო კი ვნახეთ, მაგრამ იცნობდი მანეს და ამიტომ უნდა მიეღო ოქროს ბურთი? ეს დებილი ხო არ არის? მესმის მეორეზე გასულიყო, კაცი მე-5 ზე გადის და საუკეთესო იყოო.იმ სამზე რას იტყვის ნეტა 2-4 ადგილებზე რო გავიდნენ.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 03 ივლ 2020, 01:32
    #5

    გამობაყაყებული იდიოტი😂😂

  • me da barca
    schedule 02 ივლ 2020, 23:11
    #4

    წადი ახლა და ფისი-ფისი გააკეთე, ფეხები გაიფერთხე და ჩაწექი.

  • Gaucho86
    schedule 02 ივლ 2020, 21:35
    #3

    ამ ფრანგებს ბაყაყის პერედოზი აქვთ თუ რა თემაა?

  • M10 S9 D11
    schedule 02 ივლ 2020, 19:13
    #2

    მანეს არა ვინისიუსს კიდე

  • Albicelecte
    schedule 02 ივლ 2020, 18:50
    #1

    ეს ის ჟირესი არაა ჩვენთანაც რომ მუშაობდა?
    არ ვიცი, ვერ ვხვდები რა დაუშავა მესიმ ამ ფრანგებს
    ვინმე ბონაპარტისტი მაინც გამოდგეს, რომ პატარა ტანის გენიოსის და იმპერატორის დაფასება იცოდეს 😄
    ეგრე ბონაპარტეც ხომ დამარცხდა კაცო, მერე რა მოხდა? რომელი იყო უფრო მასზე დიდი სარდალი, ბლიუხერი თუ ველინგტონი? თუ გეი მიხაილ კუტუზოვი?
    ან რომელი იყო მასზე მმართველი იმ დროს? ინგლისის მეფე არ მახსენდება, მგონი ჯორჯი არა? რომელი ჯორჯი ისიც არ მახსოვს 😄
    ან სხვები
    კაი რა ალენ, მანე ძალიან მომწონს, მაგრამ ლიგა ხომ ერთადერთი ტიტული არაა? მესიმ კაცურად დაასახელა საუკეთესოდ, სხვა რა ექნა?