workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაურიციო სარი: ჩემი მხრიდან არტურზე საუბარი შეუფერებელია

მაურიციო სარი: ჩემი მხრიდან არტურზე საუბარი შეუფერებელია

“ლეჩესთან” მატჩამდე მაურიციო სარიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც იტალიელ სპეციალისტს არტურის დამატებასთან დაკავაშირებით კითხვები დაუსვეს.

მაურიციომ აღნიშნა, რომ კიკე სეტიენის მხრიდან პიანიჩის შესახებ ღიად საუბარი მისთვის მიუღებელი იყო.

“არტური “ბარსელონას” მოთამაშეა, ჩემგან მასზე საუბარი შეუფერებელია. არ მომეწონა, რომ სეტიენმა პიანიჩზე ისაუბრა, ბოსნიელი ჯერ კიდევ ჩემი ფეხბურთელია. ამ სტილში საუბარი საერთოდ არ მსურს.”

“არსებული სიტუაციის შესახებ არაფერი არ ვიცი, ჩვენ მირალემზე დამოკიდებულნი ვართ. იგი სეზონის განახლებასთან ერთად, თამაშის ხარისხსაც აუმჯობესებს. კლუბისაგან, ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია.”

როგორც მოგეხსენებათ, მრავალმა სანდო წყარომ პიანიჩისა და არტურ მელოს შესაძლო გაცვლაზე სხვადასხვა ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ცნობილია, კატალონიელები არტურის სანაცვლოდ ბოსნიელ ნახევარმცველსა და დამატებით 10 მილიონ ევროს მიიღებენ.

Sky Sports-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს “ბლაუგრანას” დატოვება არ სურდა, იგი იძულებული გახდა საბოლოო შემოთავაზებას დათანახმებულიყო.

23 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში, “ბარსელონას” მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა და აქტივში 4-4 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება პიანიჩს, მან “ბიანკონერის” რიგებში 2019-20 წლების გათამაშებაში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 ასისტია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • duggu
    schedule 26 ივნ 2020, 09:49
    #2

    არტური უნდა დარჩეს ყველა ვარიანტში

  • Iniesta. And messi
    schedule 25 ივნ 2020, 21:24
    #1

    ჩემი აზრითაც მწვრთნელმა სხვა გუნდის ფეხბურთელზე არ უნდა ისაუბროს საჯაროდ რიცა ეს ტრანსფერს ეხება