მსოფლიოს ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ აღნიშნა, რომ სწორედ ლიონელ მესია დღევანდელ დღეს საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა მას ჯერ არ მიუღწევია იოჰან კრუიფის, პლატინის თუ დი სტეფანოს დონემდე.
”ხალხს უყვარს შედარებების გაკეთება, მაგრამ რატომღაც მათ მალე დაივიწყეს იოჰან კრუიფი, პლატინი და დი სტეფანო, რომლებიც მესიზე გაცილებით უკეთესები იყვნენ.” – განაცხადა პელემ La Tercera-სთან ინტერვიუში. ბრაზილიელმა განსაკუთრებულად დი სტეფანოზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი შეხედულებით დი სტეფანო იყო ”ფეხბურთელი ყველანაირი გაგებით”, რომელსაც შეეძლო ოროვე ფეხით დარტყმა და კარგად თამაში ჰაერში.
პელემ აღიარა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეების დიდი ნაწილი ძალიან მალე ასრულებს თავის ციკლს. ამის მაგალითად მან რონალდინიო და კაკა მოიყვანა, რომლებიც ადრე იყვნენ საუკეთესოები, ახლა კი მათ ასპარეზი მესის და რონალდუს დაუთმეს.
მესიზე საუბრის დროს, პელემ განაცხადა, რომ არგენტინელი სულ ”სხვა ფეხბურთელია”, როდესაც გამოდის ნაკრების შემადგენლობაში და ”ბარსელონაში”. ”უემბლის” ფინალში პელე ვერ ხედავს ფავორიტს: ””მანჩესტერ იუნაიტედი” თამაშობს ძლიერად, არ ღალატობს ინგლისურ სტილს. ეჭვი არ მეპარება,რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი სწორედ ”ბარსელონაა”, მაგრამ ფინალში შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს. ეს მესისაც ეხება.”



