“ბარსელონას” ურუგვაელი შემტევი, ლუის სუარესი, შაბათს, “მალიორკასთან” მატჩისთვის ხელმისაწვდომია, რაც იმას ნიშნავს, რომ ურუგვაელს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში კიდევ 11 მატჩის ჩატარება შეუძლია, რათა პერსონალური სტატისტიკა გააუმჯობესოს.
ამჟამად სუარესი “ბარსელონას” ისტორიაში მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია (191 გოლი), მესამე ადგილს ლეგენდარული ლადისლაუ კუბალა იკავებს, რომელმაც “ბლაუგრანას” მაისურით 194 გოლი გაიტანა.
როგორც ხედავთ, სუარესს მხოლოდ ოთხი გოლის გატანა სჭირდება, რათა კუბალას გაასწროს. ვიმედოვნოთ, რომ ეს ლა ლიგის უახლოეს მატჩებში მოხდება.
კუბალა “ბარსელონას” რიგებში 1951-1961 წლებში ასპარეზობდა, ამ წლებში კი გუნდთან ერთად 14 ტიტული მოიგო. ოთხშაბათს კუბალას 93 წელი შეუსრულდებოდა, სამწუხაროდ იგი 2002 წელს გარდაიცვალა.
სუარესის შემდეგი გამოწვევა სესარ როდრიგესი იქნება, რომელიც კლუბის მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ (232 გოლი) “el Pelucas” კატალონიურ გუნდში 1942-1955 წლებში ასპარეზობდა.
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს, რამაც საფეხბურთო სამყაროს შეჩერება გამოიწვია, ლუის სუარესმა ტრავმა სრულიად მოიშუშა და დიდი ალბათობით “მალიორკასთან” სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილავთ.




მარტივია ჯეკასთვის 4 გოლი რა ჩემი ფეხებია
მომავალ სეზონში თუ იფრინა შეიძლება ბარსას მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდეს და ეს უდიდესი მიღწევა იქნება ისედაც დიდებული სუასთვის.უბერე ლუის
დავაი სუსო პირველ 2 თამაშშივე..
იმას რასაც კუბალამ 10 წელი მოანდომა, იგივეს გაკეთება პისტოლერომ 6 წელიწადში შეძლო.
Istoriaa ukvec es trio. Iseti ramis naxvas, rac amatma chven, chvenv taobas anaxa vin icis kide ramdeni taoba ver shedzlebs?!
მეორეზე გადავა კარიერის ბოლომდე თუ აქ დარჩება. 42 გოლი ორი სეზონის ამბავია