მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი, ტომას მიულერი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს და აცხადებს, რომელ მათგანთან თამაშს ისურვებდა.
“გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ალბათ, მესისთან თამაშს ვარჩევდი, რადგან ჩემი კარიერის საწყის ეტაპზე, პირველი 6-7 წლის განმავლობაში, ძალიან პროდუქტიული შემტევი ვიყავი. საჯარიმოში ბურთს ხშირად ვიღებდი და გატანას ვცდილობდი. იმ პერიოდში კარგ ფორმაში გახლდით და ბევრი ასისტიც დამიგროვდა.
ახლა, შესაძლოა, გოლების გასატანად რონალდუ მჭირდება, მაგრამ “ბაიერნში” უკვე რობერტ ლევანდოვსკი მყავს, რომელიც ამჟამად, ჩემი აზრით, კრიშტიანუზე უკეთესია.
მე ორივეს წინააღმდეგ მითამაშია (მესი და რონალდუ), ორივე მათგანი დავამარცხე, მაგრამ ასევე – ორივესთან წავაგე. ისინი განსაკუთრებულნი არიან და ფეხბურთის სამყაროში არსებულ სხვა ნორმალურ მოთამაშეებს არ ჰგვანან. ლეოსა და კრიშტიანუს, უკვე 10 წელია, მინიმუმ 50 გოლი გააქვთ – ეს სიგიჟეა!”- ციტირებს გერმანელის სიტყვებს AS.
შეგახსენებთ, ლიონელ მესისა და ტომას მიულერის გზები ბოლოს 2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადაიკვეთა, სადაც ამ უკანასკნელის “რეკორდმაისტერი” არგენტინელის “ბარსელონამ” ორის მატჩი ჯამში ანგარიშით, 5:3 დაამარცხა და ტურნირიდან გამოთიშა, თავად ლეომ კი ხსენებულ დაპირისპირებაში 2 გოლი და 1 ასისტიც მიითვალა.
მესი სხვა ლეველზეა თომასჯან
მესი სხვა დონეა,კრისწი მას არ უნდა შეადარო.